მამუკა მდინარაძე - შეიძლება ჩემი ძალები ბიზნესშიც მოვსინჯო

მამუკა მდინარაძე

ალბათ, უფრო კერძო სექტორში, შეიძლება ჩემი ძალები ბიზნესშიც მოვსინჯო, - ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ დასმულ კითხვას, სად მიდის პოლიტიკიდან.

„გინდ დამიჯერეთ და გინდ არა, ამაზე არ მიფიქრია. ადრე ხუმრობით მილაპარაკია, რომ შეიძლება ჩემზე ცნობილი ადვოკატი ბევრი არ იყოს. სიმართლე გითხრათ ახლა ამ თემაზე სერიოზულად არ მიფიქრია. შეიძლება ბიზნესში მოვსინჯო ძალები, რადგან აზარტული ნამდვილად ვარ ამ მიმართულებით და არა იმ მიმართულებით, რასაც კლასიკურად ეძახიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და მიდის პოლიტიკიდან.