მარნეულის საკრებულოს ახალი, ₾2.1 მლნ-იანი შენობა ექნება

მარნეულის საკრებულო

მარნეულის საკრებულოს ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა 2024 წლის 1-ელი ივლისიდან დაიწყება და 720 კალენდარული დღის განმავლობაში დამთავრდება - ამის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული.

შესყიდვის ჯამური ღირებულება 2.156 მლნ ლარია. შენობა 4 სართულს და სარდაფს უნდა მოიცავდეს.

ტექნიკურ ეკონომიკური მაჩვენებლები კი, შემდეგია:

  • მიწის ნაკვეთის ფართობი: 392 მ2;
  • განაშენიანების ფართობი: 1735.5მ2;
    საერთო ფართობი: 1355.1 მ2;
  • აქედან, საოფისე ფართობი, 882.2 მ2;
  • საზაფხულო ფართობი 144.6 მ2;
  • სარდაფის ფართობი 281.5 მ2;
  • შენობის კონსტრუქციის სიმაღლე: 18.15მ.

ტენდერში შპს მშენ-სერვისმა გაიმარჯვა, რომლის წილის 100%-ს ლევან შარაშენიძე ფლობს, დირექტორი კი, რამაზ შარაშენიძეა.

აქამდე, კომპანიას საერთო ჯამში 7 მლნ ლარის 20 ტენდერი აქვს მოგებული.