1765012495
მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველოში რძე ყველაზე ძვირია - რომელ ქვეყნებში ღირს ყველაზე ძვირი/იაფი
Numbeo-მ რძის ფასების ინდექსი განაახლა. მონაცემების მიხედვით, 101 ქვეყანას შორის საქართველო მე-21 ადგილზე მოხვდა. კვლევის თანახმად, საქართველოს მარკეტებში 1 ლიტრი რძე საშუალოდ 1.87 დოლარი ღირს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში რძე ყველაზე ძვირია, ყველაზე იაფი კი თურქეთშია, სადაც 1 ლიტრის საშუალო ფასი 96 ცენტს (91-ე ადგილი) შეადგენს.
რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, მათი ფასები ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი (50-ე ადგილი) - 1.41 დოლარი; რუსეთი (72-ე ადგილი) – 1.23 ცენტი. აღსანიშნავია, რომ სომხეთის მონაცემები რეიტინგში ამჟამად წარმოდგენილი არ არის.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მსოფლიოში 1 ლიტრი რძე ყველაზე ძვირი შემდეგ ხუთ ქვეყანაშია:
- ჰონგ-კონგი (ჩინეთი) - 3.14 დოლარი;
- ტაივანი - 3.12 დოლარი;
- სინგაპური - 2.92 დოლარი;
- ნიგერია – 2.85 დოლარი;
- კუბა - 2.76 დოლარი.
ამასთანავე, კვლევის მიხედვით, რძე ყველაზე იაფი ტუნისში ღირს და 1 ლიტრის საშუალო ფასი 49 ცენტს უტოლდება.
უფრო კონკრეტულად, მსოფლიოში რძეს ყველაზე იაფად შემდეგ ხუთ ქვეყანაში შეიძენთ:
- ტუნისი - 49 ცენტი;
- ირანი - 63 ცენტი;
- ინდოეთი - 68 ცენტი;
- ნეპალი - 72 ცენტი;
- ბანგლადეში - 74 ცენტი.
ინფორმაციისთვის, რეიტინგი დალაგებულია სხვადასხვა ქვეყნის მარკეტებში 1 ლიტრი რძის საშუალო ფასის მიხედვით.



