1734950056
პარლამენტი დაზიანებული ფანჯრების შეცვლაში 45 812 ლარს დახარჯავს
საქართველოს პარლამენტი დაზიანებული მინების შეცვლაში 45 812 ლარს გადაიხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტი გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადაუდებელი შესყიდვის გამოცხადების მიზეზად პარლამენტი „2024 წლის 1-2 დეკემბრის განვითარებული მოვლენებს“ ასახელებს.
„ხსენებულის საჭიროება განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ 2024 წლის 1-2 დეკემბრის განვითარებული მოვლენების დროს, საქართველოს პარლამენტის სასახლის „A“, „B“ და „C” კორპუსების ფასადებზე და შიდა პერიმეტრზე დაზიანდა მეტალოპლასტმასის ფანჯრები, ჩაიმტვრა მინა-პაკეტები“, - აღნიშნულია შესყიდვის დოკუმენტებში.
დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული დაზიანებების გამო „საქართველოს პარლამენტში სამუშაო პროცესის სრულფასოვნად და ელემენტარული ჰიგიენური პირობების დაცვით წარმართა შეუძლებელია“.