პარლამენტმა 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ბიუჯეტი

პარლამენტმა 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

მომდევნო წელს მთავრობის ხარჯები 27.9 მილიარდ ლარზე არის დაგეგმილი, რაც ბიუჯეტის წინა პროექტზე 895 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც რიგ სამინისტროებში დაფინანსების ზრდით არის განპირობებული.

ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა - 8.8 მილიარდი ლარი ჯანდაცვის სამინისტროზე მიიმართება. ასევე 200 მილიონი ლარით გაიზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება, რაც 3.08 მილიარდ ლარს მიაღწევს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი კი მომდევნო წელს 3.1 მილიარდამდე მცირდება. თავდაცვის სამინისტროს ხარჯების ზრდა წინა წარდგენის ბიუჯეტთან მიმართებით 130 მილიონი ლარით მოიმატებს. კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 298 და 297 მილიონი ლარით განისაზღვრება, რაც ჯამურად 86 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტში შეცვლილია მშპ-ის ზრდის პარამეტრი, წინა პროექტით მომდევნო წელს 5.5%-ის ნაცვლად 6%-ის ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი, რისი გათვალისწინებითაც მთავრობა საგადასახადო გეგმას 21.9 მილიონ ლარამდე ზრდის.