პრეზიდენტმა, შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრაზე „გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, იოჰან ფორსელს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და მიმდინარე მოვლენებს.

„საუბარი იყო ასევე საქართველოს ევროპული მომავალსა და ევროინტეგრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეტაპზე“, - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.