1679999846 • საზოგადოება
რა გაძვირდა და რა გაიაფდა ყველაზე მეტად ბოლო ერთ წელში? - რეიტინგი

საქსტატმა თებერვლის თვის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 8.1% შეადგინა, რაც იანვარში არსებულ ინფლაციასთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2021 წლის ივნისის შემდეგ ქვეყანაში ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.
საქსტატის თანახმად, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად 118%-ით ხახვის საფასური გაძვირდა. ყველაზე გაიაფებული პროდუქტი კი კომბოსტოა, რომელიც წინა წელთან შედარებით 55%-ით იაფი ღირს.
ყველაზე მეტად გაძვირებული საქონლის და სერვისების ათეული:
1️⃣ ხახვი - 118%
2️⃣ სანოტარო გადასახდელი - 96%
3️⃣ სიმინდის ფქვილი - 80%
4️⃣ ასლის გადაღება - 59%
5️⃣ სარეცხი საპონი - 58%
6️⃣ კარტოფილი - 57%
7️⃣ მშრალი ბატარეა - 42%
8️⃣ ნამცხვარი - 41%
9️⃣ ბინის დაქირავების ღირებულება - 39%
🔟 მწვანე ლობიო - 38%
ყველაზე მეტად გაიაფებული პროდუქტების რეიტინგი:
1️⃣ კომბოსტო -55%
2️⃣ ქლიავი -31%
3️⃣ ბადრიჯანი -29%
4️⃣საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები -29%
5️⃣ სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები -28%
6️⃣ ანტიბიოტიკები -23%
7️⃣ კომპიუტერი -22%
8️⃣ ქალის ქვედაკაბა - -21%
9️⃣ ფოტოაპარატი -20%
🔟 ტელევიზორი -20%