1763278140
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?
ეროვნული ბანკის მიერ 15 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7080 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1424 ლარია.
გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7080 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7030 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1400 ლარად, გაყიდვა კი 3.1300 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7080 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7030 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1390 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1300 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7090 ლარად, გაყიდვა კი - 2.7040 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1440 ლარად, გაყიდვას კი - 3.1350 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7100 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6800 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1450 ლარად, გაყიდვა კი 3.1000 ლარად შეუძლიათ.



