რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ 9 დეკემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6996 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1431 ლარია.

გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7020 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6970 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1370 ლარად, გაყიდვა კი 3.1270 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7010 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6960 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1450 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1300 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7020 ლარად, გაყიდვა კი - 2.6970 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1450 ლარად, გაყიდვას კი - 3.1300 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7000 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6750 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1450 ლარად, გაყიდვა კი 3.1100 ლარად შეუძლიათ.