1768300180
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?
ეროვნული ბანკის მიერ 12 იანვრის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6967 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1503 ლარია.
გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6920 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6970 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1500 ლარად, გაყიდვა კი 3.1370 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.700 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6940 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1500 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1370 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6970 ლარად, გაყიდვა კი - 2.6930 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1440 ლარად, გაყიდვას კი - 3.1340 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7000 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6700 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1500 ლარად, გაყიდვა კი 3.1050 ლარად შეუძლიათ.



