1765012495
რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
საქართველოში ოქროს ფასი მცირედით გაიზარდა. ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 379 ლარი ღირს, 750-სინჯიანი - 284 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 221 ლარია.
რაც შეეხება ვერცხლის ფასს, 800 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 4.24 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის - 5.30 ლარი.
მსოფლიო ბირჟებზე კი ერთი უნცია ოქრო, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 4 206 დოლარი ღირს, რაც ერთდღიან პერიოდში 0.29%-ით მომატებული ფასია. 0.02%-ით არის შემცირებული ვერცხლის ფასი, ამ დროისთვის ერთი უნცია ბირჟებზე 58.3 დოლარი ღირს.
1765175357
8 დეკემბრის ამინდის პროგნოზიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში:8 დეკემბერს ქუთაისში დღისით +18 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.ოზურგეთშიც მზიანი დღეა. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.ფოთში მზიანი ამინდია. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +19, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო დღეა სოხუმში. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში თოვლს ვარაუდობენ, დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.ბორჯომში +10 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.გორში, დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. უნალექო დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში მოსალოდნელია თოვლი, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.ომალოშიც თოვლს ელოდებიან, დღისით +5 ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში წვიმს. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება
1765093320
ხინკალი და ხაჭაპური ისევ გაძვირდა - კიდევ რა მომსახურებაზე მოიმატა ფასებმა კაფეშისტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანსა და კაფეში თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა. ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე - ხინკალზე ფასმა 4.12%-ით, ხოლო ხაჭაპურზე - 10.77%-ით მოიმატა.ამავე სტატისტიკის მიხედვით, ინგრედიენტების ღირებულება, რომელიც ხინკლისა და ხაჭაპურის მომზადებას სჭირდება, საანგარიშო პერიოდში შემდეგნაირად განისაზღვრა: ძროხის ხორცის ფარში 7.5%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი - 8.75%-ით, ღორის ხორცი - 5.9%-ით, ფქვილი - 9.68%-ით, მარილი - 8.28%-ით, იმერული ყველი - 10.77%-ით, ზეთი - 17.3%-ით და კარაქი - 10.56%-ით გაძვირდა. რაც შეეხება მწვანილს და ხახვს, საქსტატის მონაცემებით ნოემბერში მწვანილი 40.25%-ით გაიაფდა, ხახვი კი 5.2%-ით.ამასთან, საქსტატის მონაცემებით, სადილი რესტორანში 6.5%-ით არის გაზრდილი. ასევე, სტატისტიკის მიხედვით, ნოემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ხაჭაპური საცხობში 8.04%-ით, ყავა კაფეში - 6.85%-ით, ლუდი ბარში კი 10.11%-ით გაძვირდა.ცნობისათვის, 2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6%, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2.3 პროცენტი შეადგინა.
1764568630
1-ელი დეკემბრის ამინდის პროგნოზი1-ელ დეკემბერს, საქართველოს ტერიტორიის უმეტესს ნაწილზე ნალექია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა - +16 გრადუსი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქშია ნავარაუდევი, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა - +1 გრადუსი გუდაურში.ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +12 - წვიმასოხუმი +14 - წვიმაზუგდიდი +16 - წვიმამესტია +5 - წვიმაფოთი +16 - წვიმაბათუმი +16 - წვიმაოზურგეთი +16 - წვიმაქუთაისი +16 - წვიმაამბროლაური +12 - წვიმაახალციხე +12 - წვიმაბორჯომი +10 - წვიმაბაკურიანი +7 - წვიმაგორი +12 - უმეტესად ღრუბლიანიცხინვალი +11 - უმეტესად ღრუბლიანისტეფანწმინდა +5 - ღრუბლიანიგუდაური +1 - თოვლითელავი +13 - ღრუბლიანირუსთავი +14 - უმეტესად ღრუბლიანითბილისი +14 - უმეტესად ღრუბლიანი
1764308100
28 ნოემბრის ამინდის პროგნოზიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობშიღამით +5, +10°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით -6, -1°, დღისით +14, +19°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ზოგან შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, ზოგან -5°-მდე; დღისით +11, +16°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით +12,+17°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, ზოგან -9°-მდე, დღისით +4, +9°, ზოგან +16°-მდე.
1764221756
27 ნოემბრის ამინდის პროგნოზიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობშიღამით +3, +8°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით +12, +17°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, ზოგან -4°-მდე, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +11°, +16°; მაღალმთაში ღამით -7, -2°, დღისით +4, +9°, ზოგან +14°-მდე.



