რა ღირს კინოს ბილეთი თბილისსა და მსოფლიოს ქალაქებში?

ფილმის ჩვენება კინოთეატრში

საშუალო განვითარების ქვეყნებში კინოს ბილეთის საშუალო ფასი 8 დოლარია. საქართველოში კინოს ბილეთი 10-იდან 19 ლარამდე ღირს.

„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ღირს კინოს ბილეთები მსოფლიოს დიდ ქალაქებსა და ახლო სამეზობლოში.

🎦აშშ-ში დღის სეანსები 10-12 დოლარი ღირს, საღამოს სეანსები - 15-20 დოლარი

🎦 პარიზში - 12 ევრო

🎦 დიდ ბრიტანეთში - 7.5 ბრიტანული გირვანქა

🎦 ჩინეთში - 91.5-იდან 138.5 იუანი (34.5-დან 52 ლარამდე)

🎦 იაპონიაში – 500-დან 1500 იენამდე (9.5-დან 25.5-მდე ლარი)

🎦 ინდოეთში - 650-დან 850 რუპიამდეა, (20-დან 26 ლარი)

2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი Avatar: The Way of Water-ის ბილეთის ფასი თბილისი კინოთეატრებში 10-დან 16 ლარამდეა; იგივე ფილმი ნიუ იორკის კინოთეატრ iPic Theaters-ში 11.5-დან 25 დოლარამდე ღირს, პარიზში -11.9-დან 15.9 ევრომდე.

რაც შეეხება მეზობლებს - რუსეთში კინოს ბილეთის საშუალო ფასი 331 რუბლია (11.5 ლარი), აზერბაიჯანში 5-დან 30 მანათამდე (7.5- 46 ლარი), სომხეთში  - 3500 სომხური დრამი (23,3 ლარი).

ამ მცირე მოკვლევის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ქართველ სინეფილებს არა მხოლოდ ნიუ იორკელებზე, პარიზელებსა და ლონდონელებზე ნაკლების გადახდა გვიწევს სასურველი ფილმის სანახავად, არამედ რეგიონშიც ყველაზე იაფია ჩვენთან კინოს ბილეთი.