რა ღირს საქონლის ხორცი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

ხორცი

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის მარკეტებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი თურქეთში, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია - ამის შესახებ ირკვევა კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული სტატისტიკიდან.

უფრო კონკრეტულად, ასქვეყანას შორის თურქეთი მე-16, აზერბაიჯანი კი 71-ე ადგილზეა. მონაცემების მიხედვით, მარკეტებში 1 კგ საქონლის ხორცის საშუალო ფასი თურქეთში 19 დოლარს, ხოლო აზერბაიჯანში 10 დოლარს აჭარბებს.

საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასები ასე გამოიყურება:

  • თურქეთი (მე-16 ადგილი) – 19.98 დოლარი;
  • სომხეთი (45-ე ადგილი) – 13.11 დოლარი;
  • რუსეთი (59-ე ადგილი) – 11.28 დოლარი;
  • საქართველოს (66-ე ადგილი) – 10.79 დოლარი;
  • აზერბაიჯანი (71-ე ადგილი) - 10.57 დოლარი.

სად ღირს საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი და იაფი

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და ფასი 43 დოლარს აჭარბებს, ყველაზე იაფი კი ნიგერიაშია და 3 დოლარს აღემატება.

5 ქვეყანა, სადაც მარკეტებში 1 კგ ხორცის საშუალო ფასი შედარებით მაღალია, ასე გამოიყურება:

  • შვეიცარია - 43.66 დოლარი;
  • ნორვეგია - 30.65 დოლარი;
  • ლუქსემბურგი - 26.43 დოლარი;
  • ისრაელი - 26.03 დოლარი;
  • სინგაპური - 26.01 დოლარი.

იმ 5 ქვეყნის ჩამონათვალი კი, სადაც საქონლის ხორცი შედარებით იაფია, ასეთია:

  • ნიგერია - 3.13 დოლარი;
  • ბოლივია - 4.47 დოლარი;
  • პაკისტანი - 4.89 დოლარი;
  • ინდოეთი - 5.13 დოლარი;
  • ნეპალი - 5.16 დოლარი.