რამდენი ლარი იქნებოდა ოჯახის კომფორტული ცხოვრებისთვის ყოველთვიურად საკმარისი - NDI კვლევა

ანგარიში - ფულის დათვლა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მათ ოჯახს კომფორტული ცხოვრებისთვის ყოველთვიურად 3000 ლარამდე შემოსავალი ეყოფოდა.

გამოკითხულთა 77% ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით ნაკლებს ხარჯავს საჭმელზე. ტანსაცმლისა და მსგავსი ნივთების ხარჯი შეამცირა 74%. ფულის დაზოგვის მიზნით მანქანით ნაკლებად დადის 34%.

თბილისის ყოველი მეოთხე მცხოვრები ბინას ქირაობს. იმ 9 პროცენტიდან, ვინც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ნახევარმა თქვა, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე ქირა გაუძვირდა. ასევე, მათი ნახევარი შიშობს, რომ მომავალში ქირის გადახდას ვერ შეძლებს.

ამავე თემაზე:

👉 გამოკითხულთა 6% საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას კარგად აფასებს - NDI