როდიდან გამოიდარებს საქართველოში - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

წვიმიანი ამინდი

დღის მეორე ნახევრიდან როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს - ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს:

„ხვალიდან ტემპერატურაც მოიმატებს, თუმცა, კვირის ბოლოს, პარასკევს, შაბათსა და კვირას კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურაც შედარებით დაიკლებს. დღეს აღმოსავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსის ფარგლებში იქნება ტემპერატურა, ხვალიდან უკვე მოიმატებს და +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება. დასავლეთ საქართველოში კი მიმდინარე დღეებში შესაძლოა ზოგან +30 გრადუსამდეც დათბეს. შაბათ-კვირას კვლავ წვიმიანი, ქარიანი ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურაც დაიკლებს. მიმდინარე დღეებში ნალექი შენარჩუნდება მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე კახეთშიც. თბილისში ხვალ და ზეგ უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება. 10 მაისის დღის მეორე ნახევრიდან კვლავ წვიმაა მოსალოდნელი და ტემპერატურა დაიკლებს“, - გვითხრეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.