1763278140
როდის დაიწყება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება 2026 წელს. ეს დაახლოებით, 50 მლნ ლარის ბიუჯეტით არის განსაზღვრული. უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სამუშაოებისთვის შეარჩევენ ისეთ დროს, რომლითაც მოსახლეობას ნაკლები დისკომფორტი ექნება.
„გიდასტურებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება 2026 წელს. ეს დაახლოებით, 50 მლნ ლარის ბიუჯეტით არის განსაზღვრული. უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს. ახლა ტექნიკურ დეტალებზე ვმუშაობთ, შევარჩევთ დროს, როცა ნაკლები დისკომფორტი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ვფიქრობთ, 4 თვის ვადაში იყოს განხორციელებული აღნიშნული პროექტი“, - აღნიშნა ტყემალაძემ.
1763554984
გუსტავ კლიმტის ნახატი - „ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი“ აუქციონზე $236.4 მილიონად გაიყიდაგუსტავ კლიმტის ნახატი სამშაბათს ღამით, ნიუ-იორკი ხელოვნების ბაზარზე, Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად - $236.4 მილიონად გაიყიდა.ნამუშევარი, "ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი" (1914-1916), ყველაზე ძვირად ღირებული თანამედროვე ხელოვნების ნიმუში გახდა, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე, და ამავდროულად, რიგით მეორე ყველაზე ძვირი ხელოვნების ნიმუში აუქციონების ისტორიაში.კლიმტმა ტილო 1914-1916 წლებში დაწერა. მასზე თავისი მფარველების ქალიშვილი, ელიზაბეტ ლედერერია გამოსახული.მეორე მსოფლიო ომის დროს გოგონას პორტრეტი ნაცისტებმა მოიპარეს, შემდეგ ის თითქმის განადგურდა ხანძრის დროს. 1948 წელს ნახატი ელიზაბეტ ლედერერის ბიძას, ერიხს დაუბრუნეს, რომელმაც ის მოგვიანებით გაყიდა.1985 წელს ნახატი Estée Lauder-ის მემკვიდრის, ლეონარდ ლაუდერის კერძო კოლექციის ნაწილი გახდა.რაც შეეხება მსოფლიო რეკორდს, ლიდერი კვლავ ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებული "სალვატორ მუნდია", რომელიც 2017 წელს Christie’s-ის აუქციონზე $450 მილიონად გაიყიდა.
1763528049
19 ნოემბრის ამინდის პროგნოზი19 ნოემბერს, საქართველოს ყველა ქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა - +22 გრადუსი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქშია ნავარაუდევი, ხოლო ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა - +8 გრადუსი გუდაურში.ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +21 - უმეტესად მზიანისოხუმი +21 - უმეტესად მზიანიზუგდიდი +22 - მზიანიმესტია +12 - უმეტესად მზიანიფოთი +21 - მზიანიბათუმი +22 - მზიანიოზურგეთი +22 - მზიანიქუთაისი +22 - მზიანიამბროლაური +20 - მზიანიახალციხე +16 - მზიანიბორჯომი +15 - მზიანიბაკურიანი +13 - მზიანიგორი +17 - მზიანიცხინვალი +16 - მზიანისტეფანწმინდა +12 - მზიანიგუდაური +8 - მზიანითელავი +17 - მზიანირუსთავი +18 - უმეტესად მზიანითბილისი +19 - უმეტესად მზიანი.
1763359227
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში17 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +20 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.მზიანი ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო დღეა სოხუმში. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.ასეთივე ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.ნალექს არც ბორჯომში ელოდებიან. +17 იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +13, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
1763184480
15 ნოემბრის ამინდის პროგნოზიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +13, +18°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან წვიმა, მაღალმთაში თოვლჭყაპი. დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +12°, +17°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, ზოგან -3°-მდე, დღისით +5, +10°, ზოგან +15°-მდე.
1763098071
14 ნოემბრის ამინდის პროგნოზიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +12, +17°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +14°, +19°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, ზოგან -2°-მდე, დღისით +6, +11°, ზოგან +16°-მდე.



