როგორია შიდა ფრენების ბილეთების ფასები საქართველოში

ფრენები

საქართველოში შიდა ფრენებს AK-Air Georgia ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2018 წელს 4 წლის ვადით გაუფორმდა, თუმცა მას შემდეგ ხელშეკრულება არაერთხელ გახანგრძლივდა, ბოლო მდგომარეობით კი, AK-Air შიდა ფრენებს 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით განახორციელებს.

შიდა ფრენები საქართველოში ამჟამად რამდენიმე მიმართულებით სრულდება. 2026 წლის იანვარში ფრენები ხორციელდება შემდეგ მიმართულებებზე: ამბროლაური-ნატახტარი, ქუთაისი-მესტია, მესტია-ნატახტარი და ნატახტარი ბათუმი.

რა ღირს შიდა ფრენები საქართველოში

რაც შეეხება ფასებს, ერთი გზის ფასი 50 ლარიდან იწყება და 125 ლარს აღწევს.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს ამჟამად შიდა ფრენები ოთხ ძირითად მიმართულებაზე:

  • ამბროლაური-ნატახტარი - 50 ლარი;
  • ქუთაისი-მესტია - 50 ლარი;
  • მესტია-ნატახტარი - 90 ლარი;
  • ნატახტარი-ბათუმი - 125 ლარი.

Bpn.ge