რომელია ყველაზე წვიმიანი ქალაქი ევროპაში - Holidu-ს რეიტინგი

 ბერგენი

Holidu-ს ექსპერტებმა World Weather Online-ის მონაცემებზე დაყრდნობით ევროპის ყველაზე წვიმიანი ქალაქების რეიტინგი შეადგინეს. შეფასება თვეში წვიმიანი დღეების საშუალო რაოდენობასა და ნალექის საშუალო დღიურ სტატისტიკას ეფუძნება.

რეიტინგის სათავეში ნორვეგიის ქალაქი, ბერგენია, სადაც თვეში წვიმიანი დღეების ყველაზე მაღალი საშუალო რაოდენობა (13) და ყველაზე მაღალი საშუალო დღიური ნალექი (8,8 მმ) დაფიქსირდა. თუმცა ქალაქი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და მწვანე მთებითა და ფიორდებით, ანუ ზღვის მთანი სანაპიროს ვიწყო ყურეებით არის გარშემორტყმული, რაც მას ბუნების მოყვარულთათვის იდეალურ ადგილად აქცევს.

რეიტინგში ბერგენს დიდი ბრიტანეთის კუნძულზე მდებარე ორი ქალაქი, ინგლისის სანდერლენდი და შოტლანდიის გლაზგო მოსდევს, სადაც სათითაოდ ყოველ თვეში საშუალოდ 11 წვიმიანი დღეა. 

ევროპის 15 ყველაზე წვიმიანი ქალაქია:

🔵 ბერგენი, ნორვეგია (თვეში საშუალოდ 13 წვიმიანი დღე)

🔵 სანდერლენდი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი (11 დღე)

🔵 გლაზგო, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი (11 დღე)

🔵 ბრასოვი, რუმინეთი (8 დღე)

🔵 აუგსბურგი, გერმანია (8 დღე)

🔵 მილანი, იტალია (8 დღე)

🔵 ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია, დიდი ბრიტანეთი (9 დღე)

🔵 სუონსი, უელსი, დიდი ბრიტანეთი (8 დღე)

🔵 ლიონი, საფრანგეთი (8 დღე)

🔵 ვიგო, ესპანეთი (7 დღე)

🔵 სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა (8 დღე)

🔵 სტოკპორტი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი (9 დღე)

🔵 მიუნხენი, გერმანია (8 დღე)

🔵 კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი (8 დღე)

🔵 ლა-კორუნია, ესპანეთი (7 დღე)

ამასთან, ექსპერტები წერენ, რომ ძლიერი წვიმა ყოველთვის არ არის ცუდი, რადგან დიდი რაოდენობით ტენიანობის წყალობით ტურისტებს გარანტირებული აქვთ ამ ქალაქებში აყვავებული მწვანე პეიზაჟებით დატკბნენ.