რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება - 23 ივლისიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება

რუსთაველის გამზირი

თბილისის მერია დედაქალაქის ცენტრალური გამზირის რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე ცნობით, სამუშაოები 23 ივლისს, 00:00 საათიდან დაიწყება.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, 23 ივლისის, 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

„სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას. სულ 2 კმ.-მდე გზის სავალ ნაწილს,“ - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული.