1778400941
საქართველოში, „დინამო არენაზე“ მსოფლიო ვარსკვლავის Kanye West-ის კონცერტი გაიმართება
საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავის, მუსიკოსის Kanye West-ის კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორები Starring Georgia და Black Sea Arena ავრცელებენ.
მათივე ცნობით, საქართველოში ლაივ-შოუს Starring Georgia-ს მეოთხე სეზონის ფარგლებში, 12 ივნისს დინამო არენაზე გამართავს.
რაც შეეხება ბილეთებს, ორგანიზატორების ინფორმაციით, წინასწარი გაყიდვები 11 მაისს 12:00-ზე, ხოლო დანარჩენი ბილეთების ონლაინ გაყიდვები 12 მაისს 12:00-ზე დაიწყება.
"12 ივნისს, დინამო არენაზე Kanye West, YE წარდგება, რომელიც 21-ე საუკუნის მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურაა. ვარსკვლავის ანგარიშზე 24 „გრემი“, 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და დაუვიწყარი საკონცერტო გამოცდილებებია.
2026 წელს, არტისტმა ახალი ალბომი - Bully გამოსცა, რომელსაც ექსკლუზიური შოუებიც მოჰყვა. მათ შორის, ლოს-ანჯელესში, დედამიწის ფორმის სფერულ სცენაზე გამართული პერფორმანსი, წლის მუსიკალური კულტურის მთავარ სასაუბრო თემად იქცა. სწორედ ამ ტურნეს ფარგლებში, YE 12 ივნისს, დინამო არენაზე წარდგება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, Kanye West, YE - არის ამერიკელი მუსიკოსის მერვე სტუდიური ალბომი, რომელიც 2018 წლის 1 ივნისს გამოვიდა. როგორც ჩანს რეპერი სწორედ აღნიშნული ალბომით წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე.



