შინაური ცხოველის მფლობელებს ახალი მოთხოვნა უჩნდებათ - რა დოკუმენტია საჭირო დაჩიპვისთვის და რა ღირს მისი აღება

ცხოველების მოვლა

"გა­მარ­ჯო­ბა, ვინც ფი­სო­ე­ბი და­ჩი­პეთ, პატ­რო­ნის ნა­სა­მარ­თლო­ბის ცნო­ბა მარ­თლა მოგ­თხო­ვეს?“ - ამ კი­თხვით ერთ-ერთ ჯგუფ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ზოგი წერს, რომ ცნო­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლურ სამ­სა­ხურ­ში მოს­თხო­ვეს, სხვე­ბი კი ამ­ბო­ბენ, რომ კერ­ძო ვე­ტე­რი­ნა­რულ კლი­ნი­კა­ში ცხო­ვე­ლის და­ჩიპ­ვი­სას მსგავ­სი მო­თხოვ­ნა არ ყო­ფი­ლა.

რო­გორც ambebi.ge-ს მუ­ნი­ცი­პა­ლურ სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­მარ­ტეს, ცხო­ვე­ლის და­ჩიპ­ვის შემ­თხვე­ვა­ში ნა­სა­მარ­თლო­ბის ცნო­ბის წარ­დგე­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ამ მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ვე­ლი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს 2026 წლის 24 თე­ბერ­ვლის №9-11 დად­გე­ნი­ლე­ბაა.

დად­გე­ნი­ლე­ბის მე-5 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის თა­ნახ­მად, მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში ფი­ზი­კუ­რი პირი ცხო­ვე­ლის მფლო­ბე­ლად შე­იძ­ლე­ბა და­რე­გის­ტრირ­დეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას 16 წელი შე­უს­რულ­და და არ აქვს ნა­სა­მარ­თლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 259-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის. ეს მუხ­ლი ცხო­ვე­ლის წა­მე­ბა­სა და მის მი­მართ სას­ტიკ მო­პყრო­ბას შე­ე­ხე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დად­გე­ნი­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რი ნა­სა­მარ­თლო­ბის არ­ქო­ნის პი­რო­ბას ად­გენს, მას­ში პირ­და­პირ არ არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ნა­სა­მარ­თლო­ბის ცნო­ბა, რო­გორც ამ გა­რე­მო­ე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო დო­კუ­მენ­ტი. თუმ­ცა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ ამ მო­თხოვ­ნის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად მო­ქა­ლა­ქემ ცნო­ბა უნდა წა­რად­გი­ნოს.

რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ახა­ლი წესი?

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს №9-11 დად­გე­ნი­ლე­ბა 2026 წლის 1 ივ­ლი­სი­დან ამოქ­მედ­და და დე­და­ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სა და ყო­ლის წესს გან­სა­ზღვრავს.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ცხო­ვე­ლის რე­გის­ტრა­ცია მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ ხდე­ბა. ცხო­ვე­ლის რე­გის­ტრა­ცი­ის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი სამ­სა­ხუ­რი, ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფა­რი და ცხო­ველ­თა სა­შე­ნი.

ამა­ვე დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, პო­ტენ­ცი­უ­რად მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ძაღ­ლის მფლო­ბე­ლად რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის, ნა­სა­მარ­თლო­ბის არ­ქო­ნის გარ­და, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბის წარ­დგე­ნაც.

ცხო­ვე­ლის პატ­რო­ნი ვალ­დე­ბუ­ლია, მისი რე­გის­ტრა­ცი­ის მო­მენ­ტის­თვის ან რე­გის­ტრა­ცი­ი­დან 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყოს ცხო­ვე­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცია.

რა­ტომ გან­სხვავ­დე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა? გააგრძელეთ კითხვა...