1747031045
სი ძინპინი, სტივენ სიგალი…. - რა ხდებოდა წითელ მოედანზე და ვინ დაესწრო 9 მაისის აღლუმს?

რუსული მედიის ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობა 20-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი.
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, კუბის ლიდერი მიგელ მარიო დიას-კანელ ბერმუდესი და ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა.
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ვაჟთან ერთად მივიდა.
წითელ მოედანზე 183-მა ერთეულმა ერთეული სამხედრო ტექნიკამ გაიარა. მათ შორის იყვნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლები, გადაიფრინა საჰაერო სამხედრო აღჭურვილობამ. მედიის ინფორმაციით, აღლუმში 11 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
“ტელეგრამარხებზე“ ვრცელდება შეიარაღებული დასუფთავების თანამშრომლების ფოტოები.
ტრიბუნაზე ისხდნენ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები.
ხოლო ვლადიმერ პუტინის გვერდით იჯდა სი ძინპინი.
წინა დღით მათ ოფიციალური შეხვედრა გამართეს, სადაც სი ძინპინმა რუსეთთან კიდევ უფრო მჭიდრო ალიანსის შექმნის შესახებ ისაუბრა. კრემლში გამართული მოლაპარაკებებისას მხარეები ერთობლივი კურსის შესახებ შეთანხმდნენ.
“საპატიო სტუმრებს“ შორის იყო ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი.
შეგახსენებთ, რომ მან 2016 წელს პირადად პუტინისგან მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და დღემდე პუტინის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მხარდაჭერად რჩება.
აღლუმი, თავის კარიერაში პირველად ჩაიბარა რუსეთის ამჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა.
შემდეგ აღლუმზე სიტყვით გამოვიდა ვლადიმერ პუტინი.
რვაწუთიანი გამოსვლის დასრულების შემდეგ, დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
მსვლელობის დროს წითელ მოედანზე ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცებმა გაიარეს.
00:00 / 00:00
აღლუმში მონაწილეობდნენ სხვა ქვეყნების სამხედრო ნაწილებიც: ლაოსი, მონღოლეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და ა.შ.
მიუხედავად აზერბაიჯანული არმიის ერთ-ერთი სამხედრო ქვედანაყოფის გამოსვლისა, ღონისძიებას არ დასწრებია აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი.
აზერბაიჯანის ქვედანაყოფი
მოედანზე ჩაიარა T-34 ტანკებმა. გამოიყვანეს T-90M PRORYV-ის, T-72B3M და T-80BVM-ის ტიპის ტანკები.
წარმოდგენილი იყო მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემების „ისკანდერ-M“ დივიზია.
აღლუმში პირველად მონაწილეობდნენ უპილოტო სისტემების ჯარები. სამხედროებმა აჩვენეს „ორლან-10“, „ორლან-30“, „ლანცეტ-51“, „ლანცეტ-52“ დრონები და სხვა.
ბოლოს კი მოსკოვის თავზე სუ-30, მიგ-29 და ს-30 თვითმფრინავები გადაფრინდნენ.
აღლუმის დასასრულს ვლადიმერ პუტინი პირადად მიესალმა რუსული და უცხოური აღლუმის ქვედანაყოფების მეთაურებს. ცალკე ესაუბრა ჩრდილოეთ კორეის სამხედროებს და ერთ-ერთ მათგანს ჩაეხუტა კიდეც.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლები კურსკის ოლქში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეხმარებოდნენ.
ambebi.ge