თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს, 20:00 საათზე საზეიმოდ აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

საახალწლო ნაძვის ხე თბილისში

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე აინთება და „საახალწლო სოფელიც“ გაიხსნება. ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები.

„საახალწლო სოფელში“ მისულ დამთვალიერებელს ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი უმასპინძლებს. აქვე გაიმართება კონცერტები, მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა და საბავშვო გასართობი ღონისძიებები.

„საახალწლო სოფლის“ ფუნქციონირება 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.