1765348280
თბილისის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები 2025 წლის 30 დეკემბრიდან 2026 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება.
„15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება - საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა დაწესებულებებში ელექტრონული დაშვების სისტემის დანერგვა. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ბარათის წამკითხველებისა და შესაბამისი ვიდეოკონტროლის სისტემის მონტაჟი; გადამზადდნენ როგორც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები, ისე სააგენტოს შესაბამისი განყოფილებების სპეციალისტები პროგრამის მართვის მიმართულებით; იმართება საინფორმაციო შეხვედრები აღსაზრდელების მშობლებთან, რათა 2026 წლის 15 იანვრიდან ბავშვთა მიღება ბაღებში შეუფერხებლად განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.



