წელს საქართველომ 2.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები შეიძინა - საიდან შემოდის

იახტა

იახტებისა და სხვა მოცურავე საშუალებების იმპორტი წლიურად 20%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 2.709 მლნ აშშ დოლარის ღირებულების წყლის ტრანსპორტი შეიძინა, წინა წლის იგივე პერიოდში - 2.255 მლნ აშშ დოლარის.

სტატისტიკის მიხედვით, წელს 6 თვეში იახტებისა და სხვა მოცურავე საშუალებების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აშშ იყო, რომელზეც მთლიანი იმპორტის 41% მოდის.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრენსიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, საიდანაც წელს იანვარ-ივნისში წყლის ტრანსპორტის იმპორტი განხორციელდა:

  • აშშ - 1.116მლნ აშშ დოლარი
  • მექსიკა - 763.4 ათასი აშშ დოლარი
  • ჩინეთი - 254.7 ათასი აშშ დოლარი
  • თურქეთი - 122.6 ათასი აშშ დოლარი
  • კანადა - 108.7 ათასი აშშ დოლარი
  • უნგრეთი - 96.2 ათასი აშშ დოლარი
  • უკრაინა - 80.4 ათასი აშშ დოლარი
  • ესპანეთი - 42.3 ათასი აშშ დოლარი
  • გერმანია - 31.7 ათასი აშშ დოლარი
  • რუსეთი - 28.8 ათასი აშშ დოლარი