ცნობილია, რამდენს მიიღებს სპორტსმენი პრემიას - ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტატო გრიგალაშვილი

პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ქართული მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა. იგი 81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელ ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბრძოლის შემდეგ ტატომ პარიზიდან ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მე და ჩემი გუნდი მზად ვიყავით გამარჯვებისთვის. ოლიმპიურ ოქრომდე, საოცნებო მიზნამდე ცოტა დაგვაკლდა. ძალიან საწყენია. ბევრისთვის აქ მოხვედრაა საოცნებო, მაგრამ… ჩემს მედალს რაღაც აკლია, ფერი აკლია…“

ცნობილია, სპორტსმენი აღნიშნული გამარჯვებით რამდენს მიიღებს პრემიას საქართველოს მთავრობისგან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საპრიზო კატეგორიებზე დაწესებული პრემია შემდეგია:

🥇- ოქროს მედალზე დაწესებულია მილიონიანი პრემია

🥈- ნახევარი მილიონია ვერცხლის მედლის შემთხვევაში

🥉- 250 000 ლარია დაწესებული ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში.

„რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარაოლიმპიურ თამაშებზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე პარასპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.