„ცვლილებები შეეხება ცხოველების მიმკედლებლებსაც...“ - რეგულაციები, რომლებიც 2026 წლის 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში

შინაური ძაღლი

2026 წლიდან შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის დარღვევასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება - ამასთან დაკავშირებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგულაციების ჩამონათვალს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან კანონი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ეტაპობრივად ძალაში შედის. საკანონმდებლო პაკეტის სრულად ამოქმედების ვადა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 2028 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

სააგენტოს ინფორმაციით, რეგულაციები კი, რომლებიც 2026 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში, შემდეგნაირია:

  • ახალი რეგულაციები შეეხება შინაურ ბინადარი ცხოველების შემგროვებლურობასა და მათი გამრავლების წესების დაცვაზე;
  • მკაცრად გაკონტროლდება ცხოველის მიტოვების საკითხი და ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის დოკუმენტების მოწესრიგება;
  • 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ანტირაბიული ვაქცინაციისა და სტერილიზაცია - კასტრაციის პირობების დარღვევისთვის განისაზღვრა გამკაცრებული ადმინისტრაციული ჯარიმები;

სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცვლილებები შეეხება ცხოველების მიმკედლებლებსაც. მათ სრულად დაეკისრებათ ვალდებულება უზრუნველყონ მიკედლებული ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დაცვა.