წყნეთი-ბეთანიის გზაზე გადაადგილება 21 იანვარს შეიზღუდება

წყნეთი-ბეთანიის გზა

ეწყრული პროცესების საპრევენციო სამუშაოების წარმოების გამო, წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა 21 იანვარს დროებით შეიზღუდება. 

თბილისის მერის თქმით, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით  ავტომობილებით გადაადგილება  ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლიდან წყნეთი-კოჯრის გზაჯვარედინამდე, 21 იანვრის 07:00-დან 00:00 საათამდე შეიზღუდება.

„ე.წ. ახალდაბის დიდი მეწყრული სხეულის არეალში მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, ამიტომ, ამ მონაკვეთში დროებით შევზღუდავთ გადაადგილებას, რათა მაქსიმალურად მოვასწროთ ყველა ტიპის სამუშაო ისე, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“, -  განაცხადა კახა კალაძემ.