1715931359
უქმე დღეებში ჯარიმა არ დაგეკისრებათ, ავტომობილის განბაჟების ბოლო ვადა 13 მაისია - მომსახურების სააგენტო
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდი გამოცხადებულია უქმე დღედ. ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 11 მაისიდან მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
„იმ პირებს, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით უწევდათ, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა 11 მაისიდან მიეცემათ.
ხოლო იმ პირებს, რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე აღნიშნულ პერიოდში აქვთ ჯავშანი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ, ეტაპობრივად, 11 მაისიდან, კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღის განმავლობაში ეცნობებათ.
იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 13 მაისი,“ - ნათქვამია განცხადებაში.
1716120060
„მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროების“ 2024 წლის რეიტინგში საქართველო ვერ მოხვდაThe World’s 50 Best Beaches-მა, Banana Boat-თან თანამშრომლობით, „მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროების“ 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.მიმდინარე წლის ანგარიშით, Trunk Bay (მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვირჯინიის კუნძულებიდან ერთ-ერთზე, კერძოდ კი, სენტ-ჯონზე) მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროდ დასახელდა.World’s 50 Best Beaches-ი საუკეთესო სანაპიროს გამოსავლენად, ათასობით მოგზაურს შორის გამოკითხვას ყოველწლიურად ატარებს. კვლევის ფარგლებში რესპონდენტები მათ საყვარელ სანაპიროს ასახელებენ, ხოლო შედგენილ კითხვარში რამდენიმე ფაქტორზეა გამახვილებული ყურადღება, მათ შორისაა: ლანდშაფტის უნიკალურობა, ცურვისთვის საკმარისად წყნარი დინება, იდილიური პლაჟების სიხალვათე და ა.შ.World’s 50 Best Beaches-ის ანგარიშის მიხედვით, Trunk Bay, კარიბის ზღვის აუზის სამოთხე, მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროდ რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გამო დასახელდა. პლაჟი დაცული ტერიტორიაა, იდეალური ადგილი დასასვენებლად, თუნდაც მცირე პერიოდით ქალაქიდან გასაქცევად, მდიდარი ფლორითა და ადგილობრივი ველური ბუნებით. ყურეს სახელწოდება ტყავიანი კუს პატივსაცემად შეურჩიეს, რომელსაც ადგილობრივები trunks-ს ეძახიან.TOP 10 სანაპირო შემდეგნაირად გამოიყურება: Trunk Bay, ვირჯინიის კუნძულები, აშშ; Cala Mariolu, იტალია; Meads Bay, ანგილია, დიდი ბრიტანეთი; Entalula Beach, ფილიპინები; Voutoumi Beach, საბერძნეთი; Turquoise Bay, ავსტრალია; Pink Beach, ინდონეზია; Anse Georgette, სეიშელი; Green Lagoon, საფრანგეთის პოლინეზია; Horse Shoe Island, მიანმარი.
1716105600
ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო უნარები დღეს - როგორ მოვაწონოთ თავი დამსაქმებელსკარიერული ქსელებისა და დასაქმების უმსხვილეს პლატფორმებს (Indeed, Glassdoor და LinkedIn) აქვს შეჯერებული მონაცემები, იმის შესახებ, თუ რომელ უნარებს აფასებენ დღეს ყველაზე მეტად დამსაქმებლები.იმის გასარკვევად, თუ რა უნარებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი, სწორედ ზემოთ აღნიშნულ მონაცემებს გავეცანით და სტატიაში მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ:ღრუბლოვანი გამოთვლა ბიზნესებს თავიანთ ფუნქციები ე.წ. ღრუბელზე გადააქვთ, ამიტომ ღრუბლოვან გამოთვლებზე მთელს მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა.ღრუბლოვანი ინჟინრები პასუხისმგებელნი არიან ღრუბლოვანი გამოთვლითი სისტემების ინჟინერიასა და მართვაზე.ხელოვნური ინტელექტიხელოვნური ინტელექტი ჩვენს სამყაროს იმაზე მეტად ცვლის, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნა, მათი ტესტირება და ინფრასტრუქტურის შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე ფუნქციაა, რისთვისაც საკმაო უნარების ქონაა საჭირო.გაყიდვების მენეჯერიგაყიდვები არის ის, რაც ყველა ბიზნესისთვის საკვანძო ეტაპია. გაყიდვების ლიდერები დახელოვნებულნი არიან გარიგებების წარმოებასა და სხვების მოტივაციაში. ამიტომ მათ განსხვავებული ანაზღაურებაც აქვთ.ანალიზიანალიტიკური უნარები საჭიროა თითქმის ყველა ინდუსტრიაში, რადგან ისინი ხელს უწყობენ პრობლემის გადაჭრას. ანალიტიკური უნარები გულისხმობს შაბლონების აღმოჩენის, მონაცემების ინტერპრეტაციის, თეორიის და გადაწყვეტილების მიღების უნარს.თარგმანიჩვენს გლობალურ ეკონომიკაში მთარგმნელობითი უნარები უფრო მოთხოვნადია, ვიდრე ოდესმე. აუცილებელია არა მხოლოდ მონაცემთა ინტერპრეტაცია და სხვა ენაზე თარგმნა, არამედ კულტურული განსხვავებების გაგებაც.მობილური აპლიკაციის დეველოპერიდღეს დიდი მოთხოვნაა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ მობილური აპლიკაციების შექმნა და განვითარება. მოსალოდნელია, რომ დროსთან ერთად, მათზე მოთხოვნა გაიზრდება.ვიდეო/ აუდიო კონტენტის მწარმოებელიდღეს მსოფლიო მედია და საინფორმაციო, თუ გასართობი ბაზარი მთლიანად არის დამოკიდებული ვიდეო/აუდიო კონტენტს მწარმოებელზე. შესაბამისად, თითქმის ნებისმიერ სამსახურში პრივილეგირებული ხართ, თუ ამ უნარებს ფლობთ. მისი სწავლა შესაძლებელია სახლიდან, უფასო ონლაინ ვიდეოების საშუალებითაც.შესაძლოა, ბანალურად ჟღერს, თუმცა გარდა სტატიაში ჩამოთვლილი უნარებისა, აუცილებელია გამოავლინოთ კრეატიულობა, გუნდური მუშაობის უნარი, სიტუაციებში ადაპტირების უნარი, დროის მენეჯმენტი და ემოციური ინტელექტი.წყარო: msn.com
1716042703
სალომე ზურაბიშვილმა "რუსულ კანონს" ვეტო დაადოსალომე ზურაბიშვილმა "რუსულ კანონს" ვეტო დაადო. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.ვეტო არის გამართული იურიდიულად და ის დღესვე გადაეცემა პარლამენტს.„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
1715957020
სოხუმში რუსეთთან რეგულარული ავიარეისების შესრულებას 2025 წლის ტურისტული სეზონისთვის გეგმავენაფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები 2025 წლის ტურისტული სეზონისთვის განახლდება, წელს კი სატესტო რეისი შესრულდება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში წერია.აეროპორტის სარეკონტრუქციო სამუშაოები ასლან ბჟანიამ დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტ ბადრი გუნბას, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, ასევე, ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრებთან, ჯანსუღ ნანბასა და კრისტინა ოზგანთან ერთად დაათვალიერა.ბჟანაის ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე ინერტული მასალის საწყობების განსათავსებლად საწარმოო ბაზის მომზადება გრძელდება, ხოლო ცემენტ-ბეტონის საწარმოო ქარხნების საძირკვლის მოწყობა დასრულდა და ამჟამად თავად ქარხნების მონტაჟი მიმდინარეობს. პრესსამსახურის ცნობით, „ასაფრენი ზოლის, მოსახვევი ბილიკებისა და ბაქნის ზედაპირის რეკონსტრუქცია განრიგის მიხედვით მიმდინარეობს.” ამ სამუშაოების დასრულება ივლისის ბოლოს იგეგმება, რის შემდეგაც, დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, აეროპორტი პირველი ტექნიკური რეისის მიღებას შეძლებს. ბჟანიამ ე.წ. სამინისტროებსა და შესამბამის სამსახურებს დაავალა, “განრიგი მკაცრად დაცვან, რომ პროექტი დაგეგმილ ვადებში განხორციელდეს”.სოხუმის აეროპორტის კომპლექსური რეკონსტრუქცია ორ ეტაპად მიმდინარეობს. კერძოდ, პირველ ეტაპზე ასაფრენი ბილიკი აღდგება, ასევე, მგზავრებისა და ავიაკომპანიების მომსახურების ოპერატიულად დასაწყებად დროებითი ნაგებობები აშენდება. მეორე ეტაპზე თანამედროვე ახალი სამგზავრო ტერმინალი მთლიანი საწარმოო და მომსახურების ინფრასტრუქტურით, ასევე, ახალი ბაქანი აშენდება.აპრილის ბოლოს ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის ამოქმედებამ, შესაძლოა, დამატებითი სანქციები გამოიწვიოს იმ ავიაკომპანიების მიმართ, რომლებიც აფხაზეთში იფრენენ. მან, ასევე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ICAO საქართველოს ინიციატივით სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისა და გაშვების პროექტს ბლოკავს.ცნობისთვის: აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსული კომპანია, „ინფრასტრუქტურული განვითარება“ ეწევა, რომლის თანამფლობელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის შვილი, რაშიდ ნურგალიევ-უმცროსია. ეს კომპანია კრემლმა გასული წლის 10 ივლისს, სპეციალურად სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის დააფუძნა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტში ინვესტიციები 12 მლრდ რუბლს (132 მლნ დოლარს) შეადგენს.
1715941648
რა ღირს დოლარი/ევრო სავალუტო ჯიხურებშიბოლო დღეების განმავლობაში ლარი, დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება. გუშინ დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7596 ლარი შეადგინა. ეს მაშინ როდესაც, 16 მაისს 1 დოლარი 2.7323 ლარი ღირდა, 15 მაისს - 2.6866 ლარი, 14 მაისს - 2.6866. ლარირაც შეეხება ევროს, გუშინ დადგენილი კურსით, 3.0002 ლარს შეადგენს. 16 მაისს მოქმედი კურსი კი, 2.9577 ლარს შეადგენდა.ამ დროისთვის სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.7600 ლარიდან 2.8000 ლარამდე მერყეობს. ხოლო 1 ევროს შეძენა 2.9900 ლარიდან 3.0300 ლარამდეა შესაძლებელი.