ვის ეკუთვნის რესტორანი ბაბილო?

რესტორანი „ბაბილო“

რესტორანი "ბაბილო" სადაც დღეს მოსამართლეების კორპორაციული წვეულება იმართება პაატა კუჭუხიძის საკუთრებაა.

რესტორნის 100%-თან ერთად, თავადაა ერთპიროვნული დირექტორიც. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის ოფიციალური დასახელება შპს ნიუ ტექნიკია.

კომპანია 2012 წელს არის რეგისტრირებული და მას შემდეგ, მფლობელი არ შეცვლია.

კომპანიას არც ერთი ტენდერი არ აქვს მოგებული, პირდაპირი შესყიდვის გზით კი, სახელმწიფოსთან მიღებული აქვს 129 ათასი. თანხა წლების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • 07.10.2024 - 4,609 ლარი;
  • 09.11.2024 - 19, 077 ლარი;
  • 27.05.2024 - 5,745 ლარი;
  • 04.11.2022 - 583.59 ლარი;
  • 30.06.2022 - 3,519 ლარი;
  • 04.11.2019 - 20,619 ლარი;
  • 02.08.2019 - 75, 000 ლარი;
  • 03.04.2019 - 500 ლარი.

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბაბილოში“ გუშინ მიმდინარეობდა მოსამართლეების კორპორაციული წვეულება, რესტორნის წინ კი საპროტესტო აქციას მართავენ სამოქალაქო აქტივისტები და აქციების დროს დაპატიმრებულთა მშობლები. რესტორნის მიმდებარედ სიტუაცია პერიოდულად იძაბება. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.

bm.ge