1734950056
ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება 8 მლნ ევრომდე გაიზარდა
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელ ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა. განახლებული მონაცემებით, მისმა ღირებულებამ 5 მლნ-დან 8 მლნ ევრო შეადგინა.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებს, ამ ეტაპზე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი, მას მოჰყვება გიორგი მამარდაშვილი - 45 მლნ ევროთი და გიორგი მიქაუტაძე - 20 მლნ ევროთი.
ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ახლანდელი ათეული ასე გამოიყურება:
- ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო;
- გიორგი მამარდაშვილი - 45 მლნ ევრო;
- გიორგი მიქაუტაძე - 20 მლნ ევრო;
- ზურიკო დავითაშვილი -8 მლნ ევრო;
- ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო;
- გიორგი ქოჩორაშვილი - 4 მლნ ევრო;
- გიორგი ჩაკვეტაძე - 2.5 მლნ ევრო;
- გიორგი გოჩოლეიშვილი - 2.5 მლნ ევრო;
- ბუდუ ზივზივაძე - 1.8 მლნ ევრო;
- ოთარ კაკაბაძე 1.5 მლნ ევრო.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ღირებულებას, Transfermarkt-ის მონაცემებით, ის 175.7 მლნ ევროს შეადგენს.