27 აპრილი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 აპრილს მოსალოდნელი ამინდი შემდეგია:

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +9, +14°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +14, +19°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +9, +14°.

აღმოავლე საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +13°, დღისით +20°.