1766816820
27 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ღამით აღმოსავლეთის, დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, სანაპირო რაიონებში დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით -4, +1°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით, შესაძლებელია ნისლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -4, +1°, დღისით +4, +9°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -11, -6°, დღისით -6, -1°, ზოგან +2°-მდე.



