1765012495
7 თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.3%-ით გაიზარდა - საქსტატი
7 თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - ამის საქსტატი შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.
„2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.154 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3.843 მლრდ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 8.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 10.310 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა10.8 პროცენტით)“, - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივლისში 6.466 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.7 პროცენტია.
1765175357
8 დეკემბრის ამინდის პროგნოზიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში:8 დეკემბერს ქუთაისში დღისით +18 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.ოზურგეთშიც მზიანი დღეა. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.ფოთში მზიანი ამინდია. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +19, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო დღეა სოხუმში. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში თოვლს ვარაუდობენ, დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.ბორჯომში +10 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.გორში, დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. უნალექო დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში მოსალოდნელია თოვლი, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.ომალოშიც თოვლს ელოდებიან, დღისით +5 ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში წვიმს. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება
1765093320
ხინკალი და ხაჭაპური ისევ გაძვირდა - კიდევ რა მომსახურებაზე მოიმატა ფასებმა კაფეშისტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანსა და კაფეში თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა. ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე - ხინკალზე ფასმა 4.12%-ით, ხოლო ხაჭაპურზე - 10.77%-ით მოიმატა.ამავე სტატისტიკის მიხედვით, ინგრედიენტების ღირებულება, რომელიც ხინკლისა და ხაჭაპურის მომზადებას სჭირდება, საანგარიშო პერიოდში შემდეგნაირად განისაზღვრა: ძროხის ხორცის ფარში 7.5%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი - 8.75%-ით, ღორის ხორცი - 5.9%-ით, ფქვილი - 9.68%-ით, მარილი - 8.28%-ით, იმერული ყველი - 10.77%-ით, ზეთი - 17.3%-ით და კარაქი - 10.56%-ით გაძვირდა. რაც შეეხება მწვანილს და ხახვს, საქსტატის მონაცემებით ნოემბერში მწვანილი 40.25%-ით გაიაფდა, ხახვი კი 5.2%-ით.ამასთან, საქსტატის მონაცემებით, სადილი რესტორანში 6.5%-ით არის გაზრდილი. ასევე, სტატისტიკის მიხედვით, ნოემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ხაჭაპური საცხობში 8.04%-ით, ყავა კაფეში - 6.85%-ით, ლუდი ბარში კი 10.11%-ით გაძვირდა.ცნობისათვის, 2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6%, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2.3 პროცენტი შეადგინა.
1764568630
1-ელი დეკემბრის ამინდის პროგნოზი1-ელ დეკემბერს, საქართველოს ტერიტორიის უმეტესს ნაწილზე ნალექია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა - +16 გრადუსი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქშია ნავარაუდევი, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა - +1 გრადუსი გუდაურში.ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +12 - წვიმასოხუმი +14 - წვიმაზუგდიდი +16 - წვიმამესტია +5 - წვიმაფოთი +16 - წვიმაბათუმი +16 - წვიმაოზურგეთი +16 - წვიმაქუთაისი +16 - წვიმაამბროლაური +12 - წვიმაახალციხე +12 - წვიმაბორჯომი +10 - წვიმაბაკურიანი +7 - წვიმაგორი +12 - უმეტესად ღრუბლიანიცხინვალი +11 - უმეტესად ღრუბლიანისტეფანწმინდა +5 - ღრუბლიანიგუდაური +1 - თოვლითელავი +13 - ღრუბლიანირუსთავი +14 - უმეტესად ღრუბლიანითბილისი +14 - უმეტესად ღრუბლიანი
1764308100
28 ნოემბრის ამინდის პროგნოზიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობშიღამით +5, +10°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით -6, -1°, დღისით +14, +19°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ზოგან შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, ზოგან -5°-მდე; დღისით +11, +16°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით +12,+17°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, ზოგან -9°-მდე, დღისით +4, +9°, ზოგან +16°-მდე.
1764221756
27 ნოემბრის ამინდის პროგნოზიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობშიღამით +3, +8°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით +12, +17°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, ზოგან -4°-მდე, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +11°, +16°; მაღალმთაში ღამით -7, -2°, დღისით +4, +9°, ზოგან +14°-მდე.



