ამერიკამ რუსი ჰაკერის დასაკავებლად 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა

ჰაკერი

ნიუ ჯერსის სასამართლომ ბრალი წაუყენა რუსეთის მოქალაქეს, 31 წლის ვორონეჟელ დმიტრი ხოროშევს. 26-ე პუნქტიანი საბრალდებო დასკვნის თანახმად, ხოროშევი ინტერნეტ-გამომძალველი დაჯგუფების LockBit-ის შემქმნელია, დეველოპერი და ადმინისტრატორია. ხოროშევი LockBitSupp-ის, LockBit-ისა და putinkrab-ის სახელებით არის ცნობილი.

ხოროშევს აშშ-მა, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა ხოროშევი დაასანქცირა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეიწყობს დმიტრი ხოროშევის დაკავებას.

გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფებამ ამერიკასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2000-ზე მეტ ადამიანს ჯამში 100 მილიონ დოლარზე მეტი თანხა გამოსძალა. მიმდინარე წლის დასაწყისში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა მწყობრიდან გამოიყვანა LockBit-ი და დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი 200-მდე პირის ვინაობა გახდა ცნობილი.