ბარაკ ობამა, სემუელ ლ. ჯექსონი - ადამიანები, რომლებიც 40 წლის შემდეგ გამდიდრდნენ

ბარაკ ობამა

მსოფლიოს ბევრმა უმდიდრესმა ადამიანმა კარიერა სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო. თუმცა, სხვებმა მილიონერის ან მილიარდერის სტატუსს შედარებით გვიან მიაღწიეს.

წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც 40 წლის შემდეგ გამდიდრდნენ:

ვერა ვონგი: 40 წლის

ახალგაზრდობაში ვერა ვონგი წარმატებული მოციგურავე და ჟურნალისტი იყო, 1970-იანი წლების დასაწყისში კი Vogue-ის ყველაზე ახალგაზრდა რედაქტორი გახდა. მისი, როგორც მოდის დიზაინერის კარიერა მხოლოდ 40 წლის ასაკში დაიწყო.

ვონგი ამჟამად დაახლოებით 650 მილიონ დოლარს ფლობს. მან შექმნა საქორწილო ტანსაცმელი ისეთი კლიენტებისთვის, როგორებიც არიან კიმ კარდაშიანი, ჩელსი კლინტონი, ივანკა ტრამპი, არიანა გრანდე და სხვა.

საიმონ კოუელი: 42 წლის

საიმონ კოუელის ქონება დაახლოებით 600 მილიონი დოლარია.

თუმცა მისი კარიერა წარმატებით არ დაწყებულა. მისი პირველი სამსახური EMI Music Publishing-ის საფოსტო განყოფილებაში იყო. თავდაუზოგავად მუშაობდა, მაგრამ ხელმძღვანელმა დაწინაურებაზე უარი უთხრა. იმედგაცრუებულმა საიმონმა კომპანია დატოვა, თუმცა მოგვიანებით EMI-ში მაინც დაბრუნდა.

2001 წელს, როდესაც კოუელი 42 წლის იყო, ის რეალითი შოუ Pop Idol-ის ჟიურის წევრი გახდა და ძალიან მალევე მილიონერის სტატუსიც მოიპოვა.

ალან რიკმანი: 42 წლის

როდესაც ინგლისელი მსახიობი ალან რიკმანი 20 წლის იყო, მან მიატოვა გრაფიკული დიზაინერის წარმატებული კარიერა და მსახიობობაზე გადაერთო.

მართალია, მანამდე მან წლები გაატარა თეატრში, თუმცა პირველი დიდი წარმატება 42 წლის ასაკში, ჰანს გრუბერის როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა ფილმში „კერკეტი კაკალი“.

2016 წელს, გარდაცვალებისას მისი ქონება 16 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

სემუელ ლ. ჯექსონი: 43 წლის

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჰოლივუდის სცენაზე იყო, სამუელ ლ. ჯექსონმა ნამდვილი ფინანსური წარმატება 43 წლის ასაკში სპაიკ ლის ფილმში „ჯუნგლების ცხელებაში“ მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა. დღეს მისი წმინდა ქონება 250 მილიონ დოლარს შეადგენს.

ბარაკ ობამა: 43 წლის

პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელფასის სახით წლიურად 400 000 აშშ დოლარი გამოიმუშავა.

თუმცა, მხოლოდ პრეზიდენტობა არ იყო მისი გამდიდრების წყარო.

43 წლის ასაკში ობამამ ხელახლა გამოსცა თავისი პირველი წიგნი „ოცნებები ჩემი მამისგან“, ამ წიგნმა მას პირველი მილიონი მოუტანა და მას შემდეგ კიდევ სამი წიგნი გამოუშვა.

წიგნმა „აღთქმული მიწა“, პირველივე დღეს გაყიდვების რეკორდი დაამყარა 2020 წლის ნოემბერში თითქმის 890 000 ეგზემპლარი გაიყიდა.

როგორც ცნობილია, ობამას ოჯახი დაახლოებით 70 მილიონ დოლარს ფლობს.

წყარო: lovemoney.com