1759995060
ძლიერი სასმელების გლობალური გაყიდვები ღვინისა და ლუდის გაყიდვებს გადააჭარბებს - GlobalData-ს პროგნოზი

ძლიერი ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები 2028 წლამდე ფულადი და მოცულობითი თვალსარისით ლუდისა და ღვინის გაყიდვებს გადააჭარბებს. ამის შესახებ კვლევითი კომპანია GlobalData-ს პროგნოზში „ახალი თაობის სასმელები“ წერია, რომელიც კომპანიის ვებ-გვერდზე ვრცელდება.
კერძოდ, 2028 წლამდე ძლიერი ალკოჰოლის ბაზრის ზრდის საშუალო ტემპი მოცულობითი თვალსაზრისით - 3,6%-ით, ხოლო ფულადი თვალსაზრისით - 9,4%-ით არის პროგნოზირებული.
შედარებისთვის: ლუდის, სიდრისა და ღვინის მოცულობების გაყიდვები, საშუალოდ - 1,5%-ით გაიზრდება. ფულადი თვალსაზრისით კი, ლუდისა და სიდრის გაყიდვები - 5,5%-ით, ხოლო ღვინის - 6,1%-ით მოიმატებს.
რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელებს, მათი გაყიდვები მოცულობით - 2,9%-ით, ღირებულებით კი 5,8%-ით გაიზრდება.
ალკოჰოლის სპეციფიკური ქვეკატეგორიების მიხედვით, 2028 წლამდე მოცულობის თვალსაზრისით გაყიდვების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპით გამოირჩევა:
- არომატიზებული ალკოჰოლური სასმელები - 6.7%-იანი ზრდა;
- უალკოჰოლო სასმელები - 6,4%;
- ვისკი - 4,9%;
- ტეკილა და მესკალი - 4,5%;
- კონიაკი - 4,3%;
- რომი - 3,7%.
ამასთან, პროგნოზის თანახმად, შოტლანდიური ვისკის ნატურალური გაყიდვები 5,2%-ით გაიზრდება.
ცნობისთვის, აშშ-ის სპირტიანი სასმელების საბჭოს ბოლო პროგნოზით, 2030 წლისთვის არყის გლობალური ბაზარი 40.250 მლრდ დოლარამდე გაიზრდება, მაშინ, როცა ამ ბაზრის ამჟამინდელი ღირებულება 25.950 მლრდ დოლარია. ამდენად, საშუალოწლიური ზრდის ტემპი 5,6%-ს შეადგენს.
1760005421
პრეზიდენტის დადგენილება - უზბეკეთის მთავრობაში ხელოვნური ინტელექტი 2000-ზე მეტ ჩინოვნიკს ჩაანაცვლებსუზბეკეთის მთავრობა ოქტომბრის ბოლომდე 2000-ზე მეტი საჯარო მოხელის გათავისუფლებას გეგმავს, რაც მთავრობის აპარატში ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვას უკავშირდება. ამას პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება ითვალისწინებს, სახელწოდებით, „რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაში გაციფრულების ფართოდ დანერგვის გზით მმართველი საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციის ზომების შესახებ“.პრეზიდენტის ბრძანებულება ეროვნულ საკანონმდებლო მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა, რასაც The Moscow Times ავრცელებს.დოკუმენტის თანახმად, რესპუბლიკის აღმასრულებელ ორგანოებში 2141 საშტატო ერთეული გაუქმდება. თანამდებობები ყველაზე მეტად, ანუ 498 ერთეულით უზბეკეთის საგადასახადო კომიტეტში შემცირდება.სამინისტროები, სადაც საშტატო ერთეულები ყველაზე მეტად შემცირდება, ასეთია: წყლის რესურსების სამინისტრო - 224 ერთეული სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 200 იუსტიციის სამინისტრო - 197 ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტრო - 176 დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების სამინისტრო - 163 ამასთან, მოადგილეების რაოდენობა, თითქმის, განახევრდება და კომიტეტებში 11-დან 7-მდე, სააგენტოებში 12-დან 6-მდე, ხოლო ინსპექციებში 13-დან 7-მდე შემცირდება.დადგენილების თანახმად, უზბეკეთის დასაქმების სამინისტროსა და პროფკავშირების ფედერაციას დაევალა, შემცირებაში მოყოლილ თანამშრომელთა დასაქმებას ხელი შეუწყონ.ცნობისთვის: აპრილში რუსეთის ციფრული განვითარების მინისტრ მაკსუტ შადაევმა განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტს მთავრობის წარმომადგენლების ნახევრის შეცვლა შეუძლია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება, ეს მოხდეს. ექვსი თვის შემდეგ სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინმა დეპუტატები დაამშვიდა, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემები რუსი პარლამენტარების ჩანაცვლებას ვერ შეძლებენ, რადგან ხელოვნურ ინტელექტს “სინდისი და პასუხისმგებლობა არ გააჩნია“.bpn.ge
1759989289
როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ოქტომბერს საქართველოში9 ოქტომბერს, ქუთაისში იწვიმებს, დღისით +27და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექი და ქარია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +26, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიანი დღეა სოხუმში. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი ამინდია, ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც მზიანი დღეა, +27 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექს და ქარს ელოდებიან გორში, დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და ქარი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +18, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.მზიან ამინდს და მცირე ქარს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.მცირე ქარი და უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
1759824777
თურქეთი საქართველოს საზღვრამდე რკინიგზის რეაბილიტაციისთვის 1.6 მლრდ დოლარზე მეტს დახარჯავსთურქეთის მთავრობა მსოფლიო ბანკისგან და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, დაახლოებით, 9.7 მლრდ დოლარის მიზიდვას გეგმავს, რომელიც ორ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს მოხმარდება. ეს არის საქართველოს საზღვრამდე აღმოსავლეთ თურქეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის განვითარებისა (ETMIC) და სტამბოლის ჩრდილოეთ სარკინიგზო გადასასვლელის (INRAIL) პროექტები - ამის შესახებ ინფორმაციას Report მსოფლიო ბანკზე დაყრდნობით ავრცელებს.პროექტ ETMIC-ის სავარაუდო ღირებულება, დღგ-ის ჩათვლით, 1.615 მლრდ დოლარს, ხოლო INRAIL-ის ღირებულება, დღგ-ის, გაუთვალისწინებელი ხარჯის, მშენებლობის ზედამხედველობისა და პროექტის მართვის ჩათვლით, 8.1 მლრდ დოლარს შეადგენს.ETMIC-ის აღმოსავლეთის პროექტი დივრიგი-ყარსი-საქართველოს საზღვრის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციასა და ელექტრიფიკაციას ითვალისწინებს, რომელიც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ანუ შუა დერეფნის ნაწილია.პროგრამა 587 კმ სიგრძის რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და ლიანდაგის ზედა სტრუქტურის რეაბილიტაციას, ასევე, დივრიგიდან საქართველოს საზღვრამდე 667 კმ სიგრძის ხაზის ელექტრიფიკაციას მოიცავს. აშენდება ხიდები, გვირაბები, წყალგამტარი მილები, საყრდენი კედლები, გაფართოვდება სადგურები, დაინერგება რეგულირებადი სარკინიგზო გადასასვლელები, ხოლო უსაფრთხოებისა და კომფორტული ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად სოციალური ობიექტები განვითარდება.ამასთან, მოძრაობის მართვის თანამედროვე სისტემა ქვესადგურებს, 154 კვ-იან გადამცემ ხაზებს, სიგნალიზაციისა და ტელეკომუნიკაციის აღჭურვილობას, მოძრაობის მართვის ცენტრალიზებულ სისტემას (CTC) და 320 კმ სიგრძეზე განაწილებულ აკუსტიკური მონიტორინგის სისტემას (DAS) მოიცავს.მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთის განახლებული დერეფანი შუა დერეფნის თურქულ ფარგლებში სტრატეგიულ ნაწილად იქცევა, რაც თურქეთსა და საქართველოს, ასევე, კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიას შორის პირდაპირ კავშირს უზრუნველყოფს. ელექტრიფიცირებული სატვირთო ხაზი გადაზიდვების სიჩქარეს, საიმედოობასა და ეკოლოგიურობას გააძლიერებს, ასევე, თურქეთის, როგორც ევრაზიული ლოგისტიკის მთავარი ცენტრის როლს გაამყარებს.პარალელურად თურქეთი რეალიზაციისთვის INRAIL-ის ჩრდილოეთის პროექტსაც ამზადებს, რომელიც, დაახლოებით, 125 კმ სიგრძის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. ის ქვეყნის აზიურ და ევროპულ ნაწილებს ერთმანეთთან სტამბოლის აგლომერაციის გვერდის ავლით დააკავშირებს. პროექტის თანახმად, სამგზავრო მატარებლები 160 კმ/სთ-ის, ხოლო სატვირთო მატარებლები 80-120 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას შეძლებენ. ხაზი სტამბოლისა და საბიჰა გიოქჩენის სახელობის აეროპორტებს ერთმანეთთან დააკავშირებს, ხოლო ეროვნულ სარკინიგზო ქსელში ინტეგრირებით მულტიმოდალურ ლოგისტიკას გააძლიერებს. ამ შემოვლით ხაზს მხოლოდ ორი სადგური აღნიშნულ ორ აეროპორტში ექნება.ცნობისთვის: 2024 წელს შუა დერეფნით სატვირთო გადაზიდვები 62%-ით გაიზარდა და 4.5 მლნ ტონას მიაღწია, ხოლო წელს 5.2 მლნ ტონამდე შემდგომი ზრდა არის პროგნოზირებული. აქედან 4.2 მლნ ტონა ტვირთი მონაწილე ქვეყნებზე გამავალი მარშრუტებით გადაიზიდება. ამ მოცულობიდან 2.5 მლნ ტონა (დაახლოებით, 96,000 TEU) მშრალი ტვირთი, ხოლო 1.7 მლნ ტონა ნავთობი იქნება. მოელიან, რომ 2027 წლისთვის მარშრუტის გამტარუნარიანობა წელიწადში 10 მლნ ტონამდე გაიზრდება.bpn.ge
1759727040
6 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +3, +8°, დღისით +20, +25°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +12, +17°, ზოგან +23°-მდე.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +16°, დღისით +27°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +16°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +15°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +15°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +17°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +16°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +17°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +10°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 10-10 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +16°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +14°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +10°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +10°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +9°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +6°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +12°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +11°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +10°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +11°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +8°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +4°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +9°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +6°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +8°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +4°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +13°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +14°.საგარეჯო -როგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +14°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +12°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +13°.
1759644450
5 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდი შემდეგია:დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ, სანაპირო რაიონებში ღამით სამხრეთ-აღმოსავლეთის, დღისით სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +5, +10°,დღისით +17, +22°, ზოგან +27°-მდე; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +12, +17°, ზოგან +24°-მდე.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +12°, დღისით +24°.5-6 ოქტომბრის პროგნოზით:თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახ. ხან. წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +13°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახ. ხან. წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით+15 °.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახ. ხან. წვიმა ელჭექით, სამხ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +17°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახ. შესაძლ. ხან. წვიმა ელჭექით, სამხ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+15 °.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახ. ხან. წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +16°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახ. ხან. წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+12°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახ. ხან. წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +15°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +12°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ.უნალექოდ, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით+12°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+10°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+9°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის II-ნახ. ხან. წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+7°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დღის II-ნახ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +11°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დღის II-ნახ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +10°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დღის II-ნახ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +9°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დღის II-ნახ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +10°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დღის II-ნახ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +5°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დღის II-ნახ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით+3°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +8°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დღის II-ნახ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +8°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დღის II-ნახ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+10°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, დღის II-ნახ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +2°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+12°.ყვარელი დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+12°.საგარეჯო დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+11°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +11°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+11°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +12°.