Israel's Tower ინდოეთს $8 მლრდ-ის ღირებულების ჩიპების ქარხნის აშენებას სთავაზობს - Reuters

ჩიპი

ისრაელის „თაუერ სემიკონდაქტორმა“ ახალი შეთავაზებით ინდოეთის მთავრობას მიმართა. წინადადების თანახმად, მას სურს 8 მლრდ დოლარის ღირებულების ჩიპების მწარმოებელი ქარხანა ააშენოს. ამის შესახებ ინფორმაციას Indian Express-ზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, Israel's Tower რომელიც თავისი გეგმების განხორციელებისთვის მთავრობისგან დაფინანსებას ელოდება, ინდოეთში 65 და 40 ნანომეტრიანი ზომის ჩიპების დამზადებას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია და ინდოეთის აიტი სამინისტრო ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.