კოსმოსში ჩარჩენილი ასტრონავტები 9 თვიანი ლოდინის შემდეგ დედამიწაზე დასაბრუნებლად ემზადებიან

კოსმოსში ჩარჩენილი ასტრონავტები

SpaceX-ის კაფსულა, რომელმაც ახალი ეკიპაჟი გადაიყვანა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) ჩაება და ასტრონავტებს - ბუჩ ვილმორსა და სუნი უილიამსს, სახლში დასაბრუნებლად გზა გაუხსნა.

წყვილი ISS-ზე მხოლოდ 8 დღით უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ექსპერიმენტულ კოსმოსურ ხომალდთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების გამო, მათ კოსმოსში ყოფნა 9 თვეზე მეტი ხნით მოუწიათ.

ამ კვირის ბოლოს, ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნებას აპირებენ. NASA-ს კომერციული ეკიპაჟის პროგრამის მენეჯერმა სტივ სტიჩმა თქვა, რომ ამ პერსპექტივით აღფრთოვანებულია.

„ბუჩმა და სუნიმ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარესდა ჩვენ მოხარული ვართ, რომ ისინი დაბრუნდებიან", - განაცხადა სტიჩმა.

წყარო: BBC