რაში ხარჯავენ ფულს ექსცენტრული მილიარდერები

exentriulebi

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, ბევრი ფული  რომ იშოვონ, თუმცა, წინასწარ ვერავინ იტყვის, რაში დახარჯავენ ასეთი მონდომებით ნაგროვებ ბანკნოტებს, როცა მათი საბანკო სეიფები პირამდე აივსება, სიმდიდრის მაჩვენებელი კი, ციფრებში, ექვს ნულს გადააჭარბებს. როგორც აღმოჩნდა, ბევრი მათგანი საკმაოდ უცნაურად ხარჯავს ფულს და ახლა სწორედ ამით ყველაზე გამორჩეულ 7 მილიარდერს წარმოგიდგენთ.

მარკ ცუკერბერგი

მას პირუტყვის საკუთარი ხელით დაკვლა მოსწონს. დიახ, facebook-ის მამას უყვარს, როცა ამას აკეთებს და არც სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე იმის განცხადებას ერიდება, რომ ახლახან დაკლა თხა ან ღორი. ცუკერბერგს, თურმე, მოსწონს მეცხოველეობა, ჭამს ხორცს, მაგრამ მხოლოდ იმ საქონლისა, რომელსაც საკუთარი ხელით კლავს. 

კლაივ პალმერი

ავსტრალიელმა ოლიგარქმა ქონება ნახშირის მოპოვებით დააგროვა და ახლა დინოზავრების დაბრუნებაზე ოცნებობს. მან დააფინანსა ამ ქვეწარმავლების გაცოცხლების პროექტი და პირობა დადო, რომ ბრიზბენში ნამდვილი იურული ხანის პარკს გააშენებს. პალმერი იმედოვნებს, რომ დინოზავრები დედამიწას დნმ-ის კლონირების გზით დაუბრუნდებიან.

ალკი დევიდი

2 მილიარდი დოლარი მან კინოინდუსტრიის და ფილმების ონლაინ ჩვენების პლატფორმების მხარდაჭერით დააგროვა. მას ერთობ პიკანტური ჰობი აქვს - აშშ-ს პრეზიდენტისთვის შიშველი ადამიანების მიგზავნა. ამასთან, აქვს საიტი, სადაც ადამიანები მათი ყველაზე უცნაური საქციელის დამადასტურებელ ვიდეოს დებენ. გამორჩეულს სპეციალური ჯილდო ელოდება.

ნიკოლას ბერგრიუენი

სწორად განხორციელებულმა ინვესტიციებმა მას 2 მილიარდი დოლარი მოუტანა, მაგრამ ჯერაც უსახლკაროა. მის სახელზე არც ერთი უძრავი ქონება, არც ერთი სახლი და ბინა არაა დარეგისტრირებული - ყველა გაყიდა. ამბობს, რომ ასე ერთ ადგილას არაფერი აკავებს, სამაგიეროდ, ბევრს მოგზაურობს და მშვენივრად ისვენებს სასტუმროებში. 

პოლ ალენი

ის სამეცნიერო ფანტასტიკის ფანატია. არის Microsoft-ის თანადამფუძნებელი და 1.5 მილიარდის მფლობელი. ფულს სიამოვნებით ხარჯავს ამ ჟანრის ნივთებზე. მას ეკუთვნის „სტარტრეკის“ გმირის, კაპიტან კირკის სავარძელი, სიგურნი უივერნის ეგზოჩონჩხი „უცხოდან“. 30 მილიონი დოლარი მან უცხოპლანეტელების აღმოსაჩენი ტელესკოპის შექმნაში ჩადო.

ინგვარ კამპრადი

IKEA-ს დამფუძნებელი ძალიან ეკონომიურია: არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იყენებს პენსიონერის მოწმობას, ცხოვრობს იაფფასიან სასტუმროში, არ დადის რესტორნებში, დაფრინავს მხოლოდ ეკონომკლასით. ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ვალებში ჩაფლული მისი ბაბუის სევდიანი ისტორიაა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დონალდ ტრამპი

მის გარეშე ეს სია არასრული იქნებოდა. ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, ტრამპის ექსცენტრულობის აღსაწერად ბარაკ ობამას მხილების იდეაც კმარა. როდესაც ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელების კანდიდატი დაამარცხა, ტრამპი ძალიან გაბრაზდა და ყველანაირად ცდილობდა, მისი მონაცემების სიყალბე დაემტკიცებინა.