1776494460
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
20 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდია, თუმცა ვარაუდობენ მცირე ნალექსაც წვიმის სახით. დღისით +15 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ანალოგიურ ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც მზიან ამინდთან ერთად წვიმას ელოდებიან. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმაა, +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზე და ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღისით +13 გრადუსი, ღამით კი 3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელი მცირე ნალექი. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +13 იქნება დღისით, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.
ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი.
მზეს და მცირე ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +6 ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მცირე ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და მზე იქნება თელავშიც, სადაც +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანშიც, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.



