1776494460
პანდების ძიძა, ზღარბების მომვლელი, პროფესიონალი უსაქმური - მსოფლიოს ყველაზე უცნაური პროფესიები
მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, LEGO-თი თამაში და მეფისთვის გედების დათვლა შეიძლება სასიამოვნო ჰობად ჟღერდეს , მაგრამ არსებობენ იღბლიანი ადამიანები, რომლებიც ამაში ფულსაც იღებენ.
როგორც ძველი გამონათქვამი ამბობს - აირჩიე საქმე, რომელიც გიყვარს და ცხოვრებაში არცერთი დღე არ მოგიწევს მუშაობა.
უცნაურ და ბევრისთვის საოცნებო სამუშაოები
“სიმპსონების“ სერიალის ანალიტიკოსი
მიიჩნევა, რომ „სიმპსონებმა“ ყველაფერი იწინასწარმეტყველეს - დონალდ ტრამპის პრეზიდენტობიდან დაწყებული, ბოლოდროინდელი ენერგეტიკული კრიზისით დამთავრებული.
სერიალის დაკვირვებული ფანი ხართ? ეს სამუშაო შეიძლება თქვენთვის იყოს. 2021 წლის ოქტომბერში PlatinCasino.co.uk ეძებდა ერთ იღბლიან ადამიანს, რომელიც უყურებდა „სიმპსონების“ ყველა ეპიზოდს, რაც 700-ზე მეტია და ონლაინ კაზინოს მომავლის პროგნოზირებაში დაეხმარებოდა.
წარმატებულ ანალიტიკოსს რვა კვირა უნდა გაეტარებინა 284 საათის განმავლობაში ტელევიზორის ყურებაში და დაეწერა დეტალური ანგარიშები. სანაცვლოდ მიიღებდა 6 875 დოლარის ოდენობის ხელფასს.
ვიზიტორთა მომსახურების მენეჯერი ისტორიულ ციხესიმაგრეში
2018 წლის აპრილში წმინდა მიქაელის მთის ციხესიმაგრემ (St Michael's Mount Castle) კორნუოლში გამოაცხადა, რომ ეძებდა კანდიდატს მის ისტორიულ კედლებში საცხოვრებლად.
შეთავაზებული ხელფასი ამ უცნაური შესაძლებლობისთვის იყო წელიწადში 33 000−39 000 დოლარი.
McDonald’s-ის მონოპოლიის პროფესიონალი მოთამაშე
2018 წელს სერვისების კომპანია Bark-მა დაიქირავა „McDonald’s-ის მონოპოლიის პროფესიონალი მოთამაშეები“, რათა დახმარებოდნენ მათ, ვისაც ფული ჰქონდა, მაგრამ დრო არა, რომ დიდი პრიზები მოეგოთ.
ხელფასი არ სახელდებოდა, მაგრამ ულიმიტო Big Mac-ები, სავარაუდოდ, სამუშაოს სერიოზული უპირატესობა იყო.
პროფესიონალი უსაქმური
2018 წლის იანვარში ტურისტულმა სააგენტო TUI-მ ოთხ ადამიანს შესთავაზა გამხდარიყო „პროფესიონალი უსაქმური“. კანდიდატებს მოეთხოვებოდათ სტოკჰოლმის სავაჭრო ცენტრში შექმნილ „ხელოვნურ პლაჟზე“ საზაფხულო სამოსით, პლაჟის სკამზე ჯდომა.
მოთხოვნებში შედიოდა „საკუთარ რელაქსაციაზე ფოკუსირების შთამბეჭდავი უნარი“.
თავგადასავლების მთავარი ოფიცერი
2017 წლის დეკემბერში National Rail-მა გამოაცხადა ვაკანსია „თავგადასავლების მთავარ ოფიცერზე“ (Chief Adventure Officer). წარმატებულ კანდიდატს გადაუხადეს 13 000 დოლარი თავისი სათავგადასავლო ვიდეობლოგების გადასაღებად მატარებლით მოგზაურობის დროს ბრიტანეთსა და ევროპაში.
პიცის დეგუსტატორი
2017 წლის ოქტომბერში Bath Pizza Company-მ გამოაქვეყნა განცხადება „პიცის დეგუსტატორზე“. კომპანია ეძებდა ადამიანს, რომელიც კვირაში ორი საათის განმავლობაში მენიუზე უკუკავშირს დაწერდა.
Royal Caribbean-ის ინსტაგრამერი
2017 წელს Royal Caribbean International ეძებდა ადამიანს სამკვირიანი საზაფხულო სტაჟირებისთვის. წარმატებულ აპლიკანტს ევალებოდა ყოველდღე სამი შთამბეჭდავი ფოტოს გადაღება და მათი ინსტაგრამზე გამოქვეყნება.
მას ხელფასის სახით 67 100 დოლარს სთავაზობდნენ.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საიუბილეო ასისტენტი
ბუკინგემის სასახლე 2016 წელს ქირაობდა ადამიანს „საიუბილეო ასისტენტის“ როლზე, რათა თვალყური ედევნებინა მნიშვნელოვანი თარიღებისთვის. ხელფასი წელიწადში 28.8 ათასი დოლარი იყო.
ზღარბების მომვლელი
2016 წელს Suffolk Wildlife Trust-მა დაიქირავა „ზღარბების ოფიცერი“ 33 000 დოლარიანი ხელფასით.
მომვლელის ამოცანა იყო ბრიტანეთში ზღარბებისთვის ყველაზე მეგობრულ ქალაქად ექცია.
კუს გამსეირნებელი
2016 წელს მანჰეტენზე მცხოვრებმა Craigslist-ზე გამოაქვეყნა განცხადება თავისი 16 წლის აფრიკული კუს, ჰენრის, გასასეირნებლად. ის საათში 10.72 დოლარს იხდიდა.
პანდების ძიძა
2014 წელს ჩინეთის გიგანტური პანდების დაცვისა და კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა ვაკანსია პროფესიონალ პანდების ძიძაზე. ხელფასი დაახლოებით 32 000 იყო.
თაფლობის თვის ტესტერი
2010 წელს ირლანდიურმა ტურისტულმა კომპანიამ ექვსი თვის განმავლობაში დაიქირავა წყვილი თაფლობის თვის ყველაზე რომანტიკული ადგილების გამოსაცდელად. მათ 27 000 დოალრი გადაუხადეს.
გედების მცველი
მეფე ჩარლზ III ფლობს გაერთიანებული სამეფოს წყლებში არსებულ ყველა გედს. მისი გედების მცველი (Swan Warden) პასუხისმგებელია ფრინველების ყოველწლიურ აღწერაზე, რომლებიც მდინარე ტემზაში ბინადრობენ.
ამ სფეროში მაღალი რანგის პროფესიონალების ხელფასი წელიწადში 192 000 დოლარს აღწევს.
წყარო: lovemoney.com



