რუსეთმა მარცვლეული საექსპორტო კვოტა 5 მლნ ტონით გაზარდა

მარცვლეული

რუსეთის მთავრობამ ხორბლის, მესლინის, ქერის, ჭვავისა და სიმინდის დამატებითი საექსპორტო კვოტა 5 მლნ ტონით დაამტკიცა. ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის Telegram-არხზე ვრცელდება.

„2023 წელს მარცვლეულის რეკორდული მოსავლისა და შიდა ბაზარზე საკმარისი მიწოდების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება ფერმერებს საშუალებას მისცემს, საზღვარგარეთ ამ პროდუქციის მიწოდება გაზარდონ,“ - წერია მთავრობის განცხადებაში.

გაზრდილი საქეპორტო კვოტა 30 ივნისამდე იმოქმედებს, ხოლო მის მოცულობას ექსპორტიორებს შორის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გადაანაწილებს. 

კვოტის ძირითადი ნაწილი 24 მლნ ტონას შეადგენს, რომელიც მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით მოქმედებს.