1734950056
რუსეთში სანტა კლაუსის უცხოეთის აგენტად აღიარებას ითხოვენ, რადგან ის „ტრადიციულ ღირებულებებს უქმნის საფრთხეს“
უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელი ვიტალი ბოროდინი მოითხოვს, რომ სანტა კლაუსი რუსეთში უცხოეთის აგენტად აღიარონ.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ინიციატივით მან უკვე მიმართა რუსეთის გენერალურ პროკურატურას.
ბოროდინს მიაჩნია, რომ ბრენდად ქცეული პერსონაჟი პოპულარულია არამეგობრულ ქვეყნებში. სანტას აღიარების მაჩვენებელი 100%-ს უახლოვდება, ამავდროულად დასავლური შობის მთავარი სიმბოლო ცვლის რუსულ საახალწლო Деда Мороз-ს. მისი თქმით, ის ტრადიციულ ღირებულებებს უქმნის საფრთხეს.
1735202415
მარია ზახაროვა - რუსეთი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელებსრუსეთი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.„ეს რესპუბლიკის ენერგეტიკულ ინდუსტრიაში არსებული კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით გაკეთდა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ადგილობრივი ქსელების გაუარესებით და კრიპტოვალუტის უკონტროლო მაინინგით არის გამოწვეული. აშკარაა, რომ სამოკავშირეო ურთიერთობები ორმხრივი ვალდებულებების ბალანსს გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისად თავის წილს სოხუმიც გააკეთებს, მათ შორის რუსული ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.მისი თქმით, „აფხაზურ საზოგადოებაში მოსკოვთან ალიანსის გაძლიერების ფართო მოთხოვნა არსებობს“.„ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს დაგეგმილი არჩევნების შედეგად ლიდერის არჩევა მოხდება, რომელიც აფხაზეთის პროგრესული განვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობების კუთხით ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს“, - აღნიშნა ზახაროვამ.
1735202176
რუსეთი სანქციების ფონზე საერთაშორისო ვაჭრობაში ბიტკოინს იყენებსრუსულმა კომპანიებმა საერთაშორისო გადახდებისთვის ბიტკოინისა და სხვა ციფრული ვალუტის გამოყენება მას შემდეგ დაიწყეს, რაც დასავლური სანქციების საწინააღმდეგოდ შეტანილი ცვლილებების შედეგად ასეთი ოპერაციები კანონმდებლობით იქნა დაშვებული.ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.“საგარეო სავაჭრო ტრანზაქციებისთვის ექსპერიმენტულ რეჟიმში ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია, რომელიც რუსეთში მოვიპოვეთ. ასეთი ტრანზაქციები უკვე ხდება და ისინი უნდა გაფართოვდეს და განვითარდეს. დარწმუნებული ვარ, ეს მომავალ წელს მოხდება. ციფრულ ვალუტაში საერთაშორისო გადახდები - ეს მომავალია,” - ამბობს სილუანოვი.Reuters წერს, რომ დასავლეთის სანქციებმა მსხვილ პარტნიორებთან, როგორიც ჩინეთი და თურქეთია, რუსეთის ვაჭრობა გაართულა. ამ ქვეყნების ბანკები რუსეთთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს უკვე ერიდებიან, რომ დასავლური რეგულატორების შემოწმება თავიდან აიცილონ.წელს რუსეთმა საგარეო სავაჭრო ოპერაციებში კრიპტოვალუტის გამოყენება დაუშვა და კრიპტოვალუტის, მათ შორის, ბიტკოინის მაინინგის ლეგალიზებისთვის ნაბიჯები გადადგა.რუსეთი ბიტკოინ-მაინინგის სფეროში ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია.ცნობისთვის: მიმდინარე თვის დასაწყისში პუტინმა ბიტკოინი სარეზერვო ვალუტაში დოლარის ალტერნატივად დაასახელა. მან კრიპტოვალუტის ფართო გამოყენებას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ბიტკოინის რეგულირება მსოფლიოში არავის შეუძლია. ამასთან, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მეორე და მესამე მოსმენით დაუყოვნებლივ მიიღო კანონი, რომელიც რუსეთში კრიპტოვალუტის მაინინგს აკანონებს.bpn.ge
1735201647
13-მა ქართულმა ბანკმა 11 თვეში 2.85 მილიარდი ლარის მოგება მიიღო, 4 ზარალზეასაქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 2.85 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 321 მილიონი ლარით მეტია.ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 11 მილიონი ლარის ზარალი განიცადა "სილქ ბანკმა", ასევე ზარალზე არიან "ჰეშ ბანკი", "პეისერა" და "პეივბანკი".ქართული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები 2024 წლის 11 თვეში: # ბანკი მოგება/ზარალი 2024 წლის 11 თვეში 1 საქართველოს ბანკი 1,399 მილიონი ლარი; 2 თი–ბი–სი ბანკი 1,079 მილიონი ლარი; 3 ლიბერთი ბანკი 102 მილიონი ლარი; 4 ბაზისბანკი 72 მილიონი ლარი; 5 კრედო ბანკი 58 მილიონი ლარი; 6 ქართუ ბანკი 42 მილიონი ლარი; 7 პროკრედიტ ბანკი 30 მილიონი ლარი; 8 ტერა ბანკი 29 მილიონი ლარი; 9 ხალიკ ბანკი 18 მილიონი ლარი; 10 იშ ბანკ 13 მილიონი ლარი; 11 ვი–თი–ბი ბანკი 11 მილიონი ლარი; 12 პაშაბანკი 8 მილიონი ლარი; 13 ზირაათ ბანკი 5 მილიონი ლარი; 14 პეივბანკი -1 მილიონი ლარი; 15 პეისერა -1 მილიონი ლარი; 16 ჰეშბანკი -4 მილიონი ლარი; 17 სილქ ბანკი -11 მილიონი ლარი.
1735196696
ივანიშვილის ქონება წელს $905 მილიონით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, $7.50 მილიარდს მიაღწიაBloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი $7.50 მილიარდს ფლობს, რაც მისი ქონების რეკორდული მაჩვენებელია.გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილი, რომელიც Bloomberg-ის მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანთა სიაში 390-ე ადგილს იკავებს, 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე $905 მილიონით გამდიდრდა.Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილის ინვესტიციები დივერსიფიცირებულია. როგორც გამოცემა ბიძინა ივანიშვილის კომენტარებზე დაყრდნობით წერს, სავარაუდოდ, მისი ქონების 27% გლობალური აქციებში, 36% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% ნაღდ ფულში, 12% ალტერნატიულ ინვესტიციებში, 5% კი ნედლეულში არის განთავსებული.თუმცა, გამოცემა ივანიშვილის ქონების ანალიზს 5-იდან 1 ვარსკვლავით აფასებს, რაც გულისხმობს, რომ მისი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გადამოწმება რთულია.
1735120388
შავ ზღვაში დაბინძურებული არეალი იზრდება - უკვე ნაპოვნია 9 დაღუპული დელფინი23 დეკემბრის მდგომარეობით, შავ ზღვაში ჩაძირული რუსული ტანკერებიდან გაჟონილი მაზუთის ლაქა ქერჩის სრუტის მიდამოში იყო კონცენტრირებული. თუმცა ქარისა და დინების გავლენით დაბინძურების ზონა თანდათან ფართოვდება.ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ანგარიშში წერია.ცენტრმა 23-29 დეკემბრის პერიოდში ზღვაში ნავთობპროდუქტების გავრცელების გზის მოდელირება შეძლო. წინასწარი მონაცემები ადასტურებს, რომ ნავთობპროდუქტებმა რუსეთის ქალაქ ანაპას მიაღწიეს. ასევე, თვითმხილველები სანაპიროზე მაზუთის მრავლობით ლაქებსა და ძლიერ უსიამოვნო სუნზე საუბრობენ.ამასთან, პროგნოზის თანახმად, 25 დეკემბერს ნავთობის ლაქა ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გადაინაცვლებს და მაზუთმა შესაძლოა, ყირიმის სამხრეთ სანაპიროს მიაღწიოს. ცენტრის ეკოლოგები, ასევე, ვარაუდობენ, რომ მაზუთის ლაქა გემების ჩაძირვის ადგილიდან, ანუ კავკაზის პორტის რაიონიდან ჩრდილოეთით აზოვის ზღვამდე გავრცელდება.უკრაინის საზღვაო ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი წერს, რომ მთავარი საფრთხე ქვეყნის გარემოსდაცვითი სანაპირო ტერიტორიების დაბინძურებაა, როგორიც არის ოპუკსკის ნაკრძალი, ლანდშაფტური პარკი “ტაკილის კონცხი” და ყირიმი.დელფინების გადარჩენის რუსული სამეცნიერო და გარემოსდაცვითი ცენტრი, დელფი“ წერს, რომ 22 დეკემბრის შტორმის დროს ზოგიერთი ტომარა, რომელშიც ტანკერების ავარიის შემდეგ ქვიშა და მაზუთი შეგროვდა, ისევ შავმა ზღვამ წაიღო.ამასთან, 23 დეკემბრის მდგომარეობით, ნოვოროსიისკის ალექსინოში დაბინძურების შედეგად დაიღუპა რვა დელფინი იმ სახეობებიდან, რომლებიც შავ და აზოვის ზღვებში ბინადრობენ. მათგან ექვსი ნაპირზე, ხოლო ორი წყალში იქნა აღმოჩენილი. ასევე, რამდენიმე დღის წინ კრასნოდარის მხარის სტანიცა ბლაგოვეშჩენსკაიაში ანალოგიური სახეობის კიდევ ერთი დაღუპული დელფინი იქნა აღმოჩენილი, რომელსაც მაზუთის კვალი აღენიშნებოდა.რუსეთის ველური ბუნების დაცვის ცენტრი პროგნოზირებს, რომ დაბინძურებული სანაპირო ზოლის სიგრძე შესაძლოა, 100 კმ-მდე გაიზარდოს. მიზეზად სახელდება ის, რომ ჩაძირული ტანკერებიდან მაზუთის დროული ამოტუმბვა არ ხდება, რაც ხელს შეუწყობდა ემისიების არეალის გაფართოების შეჩერებას. 18 დეკემბრის მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით, ცენტრის ეკოლოგები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ტანკერიდან საწვავის ზღვაში გაჟონვა გრძელდება.ექსპერტები გაფრთხილებას იძლევიან, რომ ანაპის მიმდებარედ მომავალი პლაჟის სეზონი შესაძლოა, ჩავარდეს. კერძოდ, ეკოლოგების შეფასებით, „ასეთი ნავთობპროდუქტები ქვიშაში შეიწოვება და მათი ამოღება მეტად ძნელია. გარეგნულად, პლაჟები შესაძლოა, საკმაოდ სუფთად გამოიყურებოდეს, თუმცა როცა მზე დააჭერს, მაზუთი აორთქლებას დაიწყებს.“ამასთან, ეკოლოგების ცნობით, მაზუთის ნაწილი შესაძლოა, ფსკერზე დაილექოს და შტორმის დროს დროდადრო ამოტივტივდეს. კერძოდ, შედედებულ მაზუთს წყალი ნაპირზე, სულ ცოტა, ზაფხულამდე დროდადრო გამორიყავს.უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარი შეფასებით, დაზიანებული ავზებიდან 4,000 ტონაზე მეტი საწვავის ჩაღვრის შემთხვევაში შავი ზღვისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 14 მლრდ დოლარს მიაღწიოს.ცნობისთვის: 15 დეკემბერს ქერჩის სრუტეში შტორმის დროს ორი რუსული ნავთობტანკერი, Volgoneft-212 და Volgoneft-239 ჩაიძირა. გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ის განცხადებით, ტანკერებიდან ზღვაში შესაძლოა, საწვავის, დაახლოებით, ნახევარი, ანუ 4,3 ათასი ტონა მაზუთი და ნავთობპროდუქტები მოხვედრილიყო, რაც, გარემოსდამცველების შეფასებით, შავ ზღვაში შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კატასტროფად იქცეს და ფლორა-ფაუნას სერიოზულ შედეგებით დაემუქროს.bpn.ge