HR პროფესიონალები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ეიჩარები - ევროპა

HR პროფესიონალები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც „რუსული კანონის“ მიღების გამო, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ემსახურებიან. HR პროფესიონალების განცხადებით, „ქართული ოცნების“პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ის საფრთხეს უქმნის ევროკავშირთან ინტეგრაციას.

HR პროფესიონალები უერთდებიან საზოგადოების მშვიდობიან საპროტესტო აქციას, 20 მაისს, 19:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტთან.

„ვაფიქსირებთ ჩვენს ევროპულ არჩევანს. საქართველოს მომავალი არის განვითარებულ და პროგრესულ ევროპაში, ჩვენი ვალია არ შევაჩეროთ სვლა ევროპული სტანდარტებისკენ! #ძალაზრუნვაშია“, - ნათქვამია HR პროფესიონალები ერთობლივ განცხადებაში.

გარდა ამისა, HR პროფესიონალები ავრცელებენ პეტიციას, რომელსაც უკვე 600-ზე მეტია ხელმომწერი ჰყავს.

„ჩვენ, ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ხელმეორედ, საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ ინიციირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ.

ამ კანონის შედეგად დაუცველი დარჩებიან ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, სტუდენტები და ეს ჩამონათვალი ძალიან გრძელია, რადგან თითქმის არ არსებობს საზოგადოების წევრი, რომელსაც ეს კანონი ადრე თუ გვიან არ შეეხება.

აღნიშნული კანონის მიღება ემუქრება ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხს - ევროკავშირთან ინტეგრაციას. ჩვენ კი, მყარად გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის პროგრესისათვის დასავლური ღირებულებების გაზიარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ამ განცხადების ხელმოწერით ჩვენ, HR პროფესიონალები ვდგავართ ერთად და მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯი წინ ევროპისკენ!“ - ნათქვამია ტექსტში.