1773047580
საქართველოში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ტაქსი ყველაზე ძვირია - როგორია ტარიფები სხვა ქვეყნებში
Numbeo-მ 98 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის ფასების შესახებ ინფორმაცია განაახლა. სიის სათავეში შვეიცარიაა, სადაც 1 კმ-ზე ტაქსის ფასი 4.29 დოლარს შეადგენს. რეიტინგის მიხედვით, ყველაზე იაფი ტაქსი შესწავლილი ქვეყნებიდან ფილიპინებზეა და 26 ცენტს უტოლდება.
5 ქვეყანა, სადაც ტაქსი ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:
- შვეიცარია - 4.29 დოლარი;
- ლუქსემბურგი - 3.67 დოლარი;
- ქუვეითი - 3.24 დოლარი;
- მავრიკი - 3.21 დოლარი;
- ალბანეთი - 3.13 დოლარი.
ტაქსი ყველაზე იაფი შემდეგ ქვეყნებშია:
- ფილიპინები - 26 ცენტი;
- მოლდოვა - 27 ცენტი;
- ინდოეთი - 28 ცენტი;
- უზბეკეთი - 30 ცენტი;
- ეგვიპტე - 30 ცენტი.
რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 72-ე ადგილზე მოხვდა. მონაცემებიდან ირკვევა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოში ტაქსი ყველაზე ძვირია. Numbeo-ს მონაცემებით, 1 კმ-ზე ტრანსპორტირების ფასი საქართველოში 72 ცენტს შეადგენს. რეგიონის ქვეყნების მონაცემები კი ასე გამოყურება:
- თურქეთი - 77-ე ადგილი, 64 ცენტი;
- აზერბაიჯანი - 80-ე ადგილი, 59 ცენტი;
- რუსეთი - 92-ე ადგილი 31 ცენტი.
1773032400
9 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვითქ. თბილისში 9 მარტს მცირე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.
1772774880
6 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვითექვს მარტს საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება, ხანმოკლე მოღრუბლულობით, ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო მთასა და მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი; იქროლებს ზომიერი ქარი, ტემპერატურა დღისით ზომიერად თბილი იქნება, თუმცა ღამით განსაკუთრებით მთიან რეგიონებში ყინვაც არის დაფიქსირდება.ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +15 გრადუსი, ფოთში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა , -3 გრადუსი, გუდაურშია მოსალოდნელი.რაც შეეხება ამინდს ქალაქების მიხედვით, პროგნოზი ასეთია:სოხუმი +12 გრადუსი,ზუგდიდი +12 გრადუსი,მესტია +1 გრადუსი,ფოთი +15 გრადუსი,ბათუმი +14 გრადუსი,ოზურგეთი +13 გრადუსი,ქუთაისი +14 გრადუსი,ბორჯომი +6 გრადუსი,ბაკურიანი +2 გრადუსი,ცხინვალი +6 გრადუსი,გორი +7 გრადუსი,გუდაური -3 გრადუსი,თელავი +12 გრადუსი,რუსთავი +10 გრადუსი,თბილისი +11 გრადუსი.
1772687706
5-7 მარტს საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება5-7 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.ქ. თბილისში 5-6 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 7 მარტს კი მცირე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.
1772514371
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში3 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +14, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც უნალექო დღეა. +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი ამინდია. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაში მზიანი ამინდია, დღისით +8 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.ნალექს არც ახალქალაქში ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +5, ღამით კი -6 დაფიქსირდება.ბორჯომში მზიანი დღეა, +8 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში მოსალოდნელია თოვლი. დღის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. თოვლია ნავარაუდევი ომალოშიც, სადაც დღისით, -1 ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში მზიანი დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც უნალექო და მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
1772430015
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში2 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +10 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი.ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +9, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც იწვიმებს, +8 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაში იწვიმებს, დღისით +6 გრადუსი, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში თოვლს ელოდებიან, დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც თოვლიანია ამინდია, +4 იქნება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.თოვლს ელოდებიან გორში, დღისით +5 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ნალექს პროგნოზირებენ, თოვლის სახით. დღისით ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოშიც მოთოვს, დღისით -2, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.გურჯაანში თოვს. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმას ელოდებიან რუსთავში, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში თოვლს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.



