1746684883
თეატრი „სახელოსნო 42“ მაყურებელს მალე უმასპინძლებს - სეზონის გენერალური სპონსორია SOLO”

SOLO კულტურისა და ხელოვნების სფეროს მხარდაჭერის ფარგლებში, ახალი თეატრის - „სახელოსნო 42“-ის სეზონის გენერალური სპონსორი გახდა.
„მსახიობებისთვის და რეჟისორებისთვის თვითგამოხატვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, თეატრალური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად და ახალი თეატრალური გამოცდილების შესათავაზებლად, თეატრი „სახელოსნო 42“ მაყურებლისთვის კარს სულ მალე გახსნის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
თეატრის ხელმძღვანელი ლევან წულაძეა. თეატრი „სახელოსნო 42“-ის კონცეფციის თანახმად, თეატრი სრულიად დამოუკიდებელია და ის სხვადასხვა რეჟისორებსა თუ სამსახიობო დასებს უმასპინძლებს.
პირველი სპექტაკლი, რომლითაც თეატრი „სახელოსნო 42“ მაყურებლის წინაშე წარდგება, „ოტელო“ იქნება. „ოტელოს“ პრემიერა 25 სექტემბერს შედგება.
სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათი შეძენა ონლაინ (biletebi.ge, tkt.ge) არის შესაძლებელი.
ცნობისთვის, ახალი თეატრი, ახალი კონცეფციით მაყურებელს არატრადიციულ გარემოში - ყოფილი კოკა-კოლის ქარხნის ტერიტორიაზე უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ SOLO | Visa ბარათით გადახდისას სპექტაკლზე დასასწრებ ბილეთებზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მომავალ სპექტაკლებზე კი SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, თეატრის ბილეთები წინასწარ შეიძინონ.
1746523049

1746518997

1746790362
„სუროგატი დედის დამქირავებლები მუდმივად არიან ჩინელები - შესაძლოა, ადგილი აქვს ტრეფიკინგს“ – „საფარი“„სუროგატი დედის დამქირავებელი მშობლები მუდმივად არიან ჩინელები“ - როგორც „საფარის“ იურისტმა, ნინო ანდრიაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა, სახელმწიფოს მიერ არ კონტროლდება ამ ბავშვების ბედი, რადგან შესაძლოა, მათ ორგანოებით ვაჭრობისთვის, ტრეფიკინგისთვის იყენებენ.„უკანასკნელი ყველაზე გახმაურებული საქმე იყო კომპანია „ქინდერლის“ მიერ კუთვნილი გადასახადის გარეშე დატოვებული სუროგატი დედები. თავიდან ორმა მათგანმა მომმართა მე. შვილები მათ ჩინელი წყვილებისთვის ჰყავდათ გაჩენილი. ჯამში დაახლოებით 20 ქალბატონი დაზარალდა, რომლებმაც ხელშეკრულების თანახმად კუთვნილი 16 000+2 000- დოლარი ვერ მიიღეს. ამას გარდა, ისინი იმყიფებოდნენ გაუსაძლის პირობებში არა მხოლოდ ორსულობის, არამედ მშობიარობის შემდეგ. კერძოდ, „ქინდერლიმ“ ისინი გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებში გადაიყვანა, არ მიეწოდებოდათ საკვები. ცნობისათვის, ამ ქალბატონებიდან მხოლდო ერთი იყო საქართველოს მოქალაქე, დანარჩენები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ამ მიზეზით თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად ჩამოვიდნენ.აღსანიშნავია, რომ სუროგატი დედის დამქირავებელი მშობლები მუდმივად არიან ჩინელები. ჩვენ არ ვიცით, რა დაინტერესება აქვთ მათ მაინცდამაინც ამ გზით გაჩენილი ბავშვებით, ხომ არ აქვს ადგილი ორგანოებით ვაჭრობას, ტრეფიკინგს.სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ აქვს რეგულაციები, კანონიც კი არ გვაქვს ამის შესახებ. მხოლოდ ის ვიცით, რომ საქართველოში სუროგაცია ნებადართულია, თუმცა ვინ ახორციელებს, მონიტორინგს ვინ უწევს და ა.შ. ბავშვების ბედით არავინ ინტერესდება“ - აღნიშნა იურისტმა.მისი თქმით, ამ ინფორმაციის გაზიარებისთვის მას კონკრეტული მიზეზები აქვს:„ის, თუ რატომ ვსაუბრობთ საკმაოდ მძიმე საკითხებზე - ორგანოებით ვაჭრობაზე ან ტრეფიკინგზე, საბაბს გვაძლევს შემდეგი ფაქტი: „საფარში“ შემოვიდა ზარი, ეს იყო ძიძა, რომელსაც მოსავლელად ჰყავდა ჩინელი მშობლისგან დატოვებული 9 თვის ბავშვი. მან განაცხადა, რომ ჩინელი მამა სექსუალურად ძალადობდა 9 თვის ბავშვზე. მან დარეკა პოლიციაში და ამაზე დაწყებულია გამოძიება. სამწუხაროდ, შესაძლებელია, ეს არ იყოს ერთადერთი ფაქტი, რადგან სახელმწიფო არ ინტერესდება ამ ბავშვების ბედით: რა მიზნით აჩენინებენ ჩინელები ბავშვებს საქართველოში და რა მიზნით მიჰყავთ შემდეგ ისინი ქვეყნიდან“, - განაცხადა ნინო ანდრიაშვილმა.როგორც მან აღნიშნა, „ქინდერლის“ სკანდალის შემდეგაც კი, სახელმწიფო არ ინტერესდება, არსებობს თუ არა კიდევ მსგავსი პრობლემა მსგავს კომპანიებში.იურისტმა ისეთი შემთხვევაც გაიხსენა, როსდესაც ჩინელი მშობლები გარკვეული მიზეზის გამო უარს ამბობენ ბავშვზე და თუ ამ დროს სუროგატ დედას სურს დაიტოვოს იგი, სახელმწიფო მას ამაზეც უარს ეუბნება.„ყოფილა შემთხვევები, რომ ბიოლოგიურ მშობლებს უარი უთქვამთ მომავალ შვილზე, რადგან სუროგატი დედა დაუკავშირდა მათ და აცნობა, რომ შუამავალმა კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ის გაუსაძლის მდგომარეობნაში იმყოფება. ამ დროს სახელმწიფო ერთვება საქმეში და ზრუნვის სააგენტოს ბავშვი მინდობით აღზრდაში გადასცემს. სუროგატ დედას ბავშვის დატოვება თავისთვის რომც უნდოდეს, სახელმწიფო მას უფლებას არ აძლევს“, - განაცხადა მან.ნინო ანდრიაშვილმა შუამავალი კომპანიების მოგებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთ ბავშვზე დაახლოებით 50-დან 100 ათასამდე მოგება აქვთ.„დაზარალებული სუროგატი დედების მონაყოლით თუ ვიმსჯელებთ, შუამავალ კომპანიებს, ერთ ბავშვზე 50-დან 100 ათას დოლარამდე მოგება რჩებათ. თუმცა, მე არ მაქვს ამ ინფორმაციის მტკიცებულება, მაგრამ გამოძიების მასალებში, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, იქნება“ - აღნიშნა იურისტმა. bpn.ge
1746784980
ალბანეთში ტრამპის სიძე კურორტს ააშენებს, რომლის მმართველიც „რუსი ჯეიმს ბონდი“ იქნებაალბანეთის ტერიტორიული დაგეგმარების სააგენტომ წინასწარი თანხმობა მისცა საზანის კუნძულზე ელიტური კურორტის მშენებლობის პროექტს, რომელსაც დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი ავითარებს.ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამამ A2 CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.საბოლოო დამტკიცების მისაღებად კუშნერმა დოკუმენტების პაკეტი, მათ შორის, ტექნიკური ნახაზები, ეკოლოგიური ექსპერტიზა და გარემოზე ზემოქმედების შეფასება უნდა წარადგინოს.იანვრის დასაწყისში ალბანეთის საინვესტიციო განვითარების სააგენტომ (AIDA) პროექტს სტრატეგიული სტატუსი მიანიჭა. ინვესტიცია 1.4 მლრდ ევროდ (დაახლოებით, 1.58 მლრდ დოლარად) არის შეფასებული, ხოლო ტერიტორიის ფართობი 45 ჰექტარს შეადგენს. საზანის კუნძული, სადაც კურორტი აშენდება, ადრე საბჭოთა წყალქვეშა ნავების ბაზად გამოიყენებოდა და ოფიციალურად დღემდე სამხედრო ზონად ითვლება.The Sarajevo Times-ის ცნობით, ახალი კურორტის მმართველი შვეიცარიული კომპანია, Aman Resorts იქნება, რომელიც რუს ბიზნესმენ ვლადისლავ დორონინს ეკუთვნის. დორონინს, საკუთარი პიროვნების გასაიდუმლოების გამო, მეტსახელად „რუსი ჯეიმს ბონდი“ შეარქვეს.Aman Resorts-ის კურორტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ კურორტებად ითვლება. ქსელი 20 ქვეყანაში 30-ზე მეტ სასტუმროს მართავს. ნომერში ღამისთევა, დაახლოებით, 1400 დოლარი ღირს, ხოლო ცალკეული ვილების დაქირავებამ შესაძლოა, 50 000 დოლარსაც მიაღწიოს. ცნობილი სახეებიდან Aman-ის მუდმივ სტუმრებს შორის ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, კარდაშიანები, ანჯელინა ჯოლი, დევიდ ბექჰემი და ტომ ჰენქსია. ბალკანეთზე კომპანია პრესტიჟულ კურორტს უკვე მართავს, რომელიც მონტენეგროში, “წმიდა სტეფანზეს” კუნძულზე მდებარეობს.ალბანეთი კუშნერის ერთადერთი ბალკანური პროექტი არ არის. ის, ასევე, ბელგრადში ყოფილი იუგოსლავიის თავდაცვის სამინისტროს შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს, რომელიც 1999 წელს NATO-ს ძალების დაბომბვის შედეგად განადგურდა. სერბეთის მთავრობასთან შეთანხმებით ამ ადგილას პრემიუმ-კლასის სასტუმრო კომპლექსი აშენდება და ომის მსხვერპლისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნება.
1746775200
I კვარტალში ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში ₾481.5 მლნ დახარჯეს2025 წლის I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 481.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 5.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის I კვარტალთან შედარებით 14.4 პროცენტით გაიზარდა და 998.8 ლარი შეადგინა.„საქსტატის“ ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 614.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 482.1 ათასი შეადგინა, რაც 7.6 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 323.1 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.ვიზიტების უმრავლესობა, 47.1 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 44.9 პროცენტი შეადგინა.2025 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 36.6 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 184.9 ათასი და 70.2 ათასი ვიზიტი.2025 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.7 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.4 ღამე) 4.0 პროცენტით მეტია. ვიზიტების 98.6 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
1746701012
დღევანდელი ორი რაუნდის შედეგად, კარდინალებმა რომის პაპის არჩევა კვლავ ვერ შეძლეს - სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდავატიკანში კონკლავის მეორე დღეა. სიქსტეს კაპელის საკვამურიდან კვლავ შავი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ დღის პირველ ნახევარში ხმის მიცემის ორი რაუნდის შედეგად კარდინალებმა რომის პაპის არჩევა კვლავ ვერ შეძლეს.პონტიფიკოსის ასარჩევად საჭიროა კარდინალების ხმების ორი-მესამედი.კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობს, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცსიკემ აკურთხა.დღის პირველ ნახევარში ხმის მიცემის ორი რაუნდის შემდეგ, კარდინალები სანტა მარტას რეზიდენციაში გადაინაცვლებენ. შესვენების შემდეგ ისინი კვლავ სიქსტეს კაპელაში დაბრუნდებიან, სადაც დღეს კიდევ ორი კენჭისყრა გაიმართება.კონკლავის პირველ დღეს, 7 მარტს კენჭისყრა ერთხელ ჩატარდა და საკვამურიდან ამოსულმა შავმა კვამლა მსოფლიოს ამცნო, რომ კარდინალებმა რომის პაპი ვერ აირჩიეს. კონკლავის ყოველ მომდევნო დღეს შესაძლებელია ხმის მიცემის ოთხი რაუნდის გამართვა. კარდინალების გადაყვანა სანტა მარტას სახლსა და სიქსტეს კაპელას შორის უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით ხდება.რომის პაპის არჩევის პროცედურა გასაიდუმლოებულია. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე კარდინალებს აკრძალული აქვთ გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და მედიაზე.ამ ეტაპისთვის პაპობის მთავარ კანდიდატებად რამდენიმე კარდინალი განიხილება. პირველი არის კარდინალი პიეტრო პაროლინი. 70 წლის ვეტერანი დიპლომატი, რომის პაპ ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი და, ფაქტობრივად, წმინდა საყდრის პრემიერ-მინისტრი იყო. პაპად არჩევის ფავორიტებს შორის სახელდება კიდევ ერთი იტალიელი, ბოლონიის არქიეპისკოპოსი მატეო ძუპი. ის კანდიდატებს შორის ყველაზე პროგრესულად მიიჩნევა. კიდევ ერთ კანდიდატად იერუსალმის ლათინური ეკლესიის პატრიარქი პიერბატისტა პიცაბალა სახელდება, რომელიც კარდინალი 2023 წელს გახდა. 72 წლის უნგრელი პეტერ ერდო კონსერვატორებს შორის წამყვან კანდიდატად მოიაზრება. პაპობის კიდევ ერთი კანდიდატია კარდინალი ლუის ანტონიო ტაგლე, რომლის არჩევის შემთხვევაში, ის პირველი აზიელი პაპი გახდება. პაპობის კანდიდატად განიხილება კარდინალი ამბონგო ბესუნგუ. პაპ ფრანცისკეს მიერ არჩეული ბესუნგუ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კათოლიკე ლიდერია.რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს.
1746684680
ხვიჩა კვარაცხელია - ისტორიაში მე-2 ქართველი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებსხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძის შემდეგ, ისტორიაში მე-2 ქართველია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. პსჟ-მ, 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, ლონდონის „არსენალს“ 2:1 მოუგო, ორი თამაშის ჯამში 3:1 აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა.ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი პირველად კახა კალაძემ 2003 წელს ითამაშა, მეორედ ეს 2007 წელს გააკეთა - 2025 წელს კი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის სატიტულო შეხვედრაში 24 წლის ხვიჩა კვარაცხელია მიიღებს მონაწილეობას.ფინალურ შეხვედრაში კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების მეტოქე მილანის „ინტერი“ იქნება. თამაში 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ჩატარდება.