ყველაზე მაღალი ისლანდიაში, ყველაზე დაბალი თურქეთში - როგორია პენსიები ევროპის ქვეყნებში

ფული

ევროპაში პენსია ხანდაზმული ადამიანების ძირითადი შემოსავლის წყაროა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის 28 ქვეყანაში 65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები მთლიანი მოსახლეობის შემოსავლების დაახლოებით 86%-ს იღებენ.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემების მიხედვით, ბალტიისპირა ქვეყნებში ხანდაზმული მოქალაქეები მთლიანი შემოსავლების 70%-ზე ნაკლებს იღებენ, ხოლო ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ბელგია, დანია და შვეიცარია, ეს შემოსავლები 80%-ს აჭარბებს.

2023 წლის მდგომარეობით, რაც ამჟამად უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემებია, ევროკავშირში ხანდაზმულთა საშუალო თვიური პენსია 1 443 ევროს ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიხედვით, ეს მონაცემები განსხვავებულია.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, როგორია 65 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეთა თვიური პენსიის მოცულობა:

  • ისლანდია - 3 169 ევრო;
  • ლუქსემბურგი - 2 868 ევრო;
  • დანია - 2 545 ევრო;
  • ნორვეგია - 2 431 ევრო;
  • შვეიცარია - 2 380 ევრო;
  • ავსტრია - 2 156 ევრო;
  • ნიდერლანდები - 2 118 ევრო;
  • ბელგია - 2 021 ევრო;
  • ირლანდია - 2 005 ევრო;
  • ფინეთი - 1 901 ევრო;
  • შვედეთი - 1 890 ევრო;
  • იტალია - 1 757 ევრო;
  • ესპანეთი - 1 654 ევრო;
  • საფრანგეთი - 1 646 ევრო;
  • გერმანია - 1 595 ევრო;
  • ევროკავშირი - 1 442 ევრო;
  • საბერძნეთი - 1 071 ევრო;
  • კვიპროსი - 1 063 ევრო;
  • პორტუგალია - 961 ევრო;
  • მალტა - 916 ევრო;
  • ჩეხეთი - 843 ევრო;
  • სლოვენია - 787 ევრო;
  • ესტონეთი - 699 ევრო;
  • პოლონეთი - 699 ევრო;
  • ლატვია - 540 ევრო;
  • უნგრეთი - 511 ევრო;
  • ლიეტუვა - 498 ევრო;
  • რუმინეთი - 483 ევრო;
  • სლოვაკეთი - 474 ევრო;
  • ხორვატია - 464 ევრო;
  • მონტენეგრო - 382 ევრო;
  • ბულგარეთი - 373 ევრო;
  • სერბეთი - 353 ევრო;
  • ბოსნია და ჰერცეგოვინა - 305 ევრო;
  • თურქეთი - 281 ევრო.