ამ კულტურას ჰექტარზე 60 000 ევრომდე მოსავლის მოყვანა შეუძლია

არტიშოკი

ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება კულტურა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოსთან ასოცირდება და რომელიც, როგორც უცხოური მედია წერს, საკმაოდ მომგებიანია. საუბარია არტიშოკზე. არსებული ინფორმაციით, ერთ ჰექტარზე 20 ტონაზე მეტი მოსავლის მოყვანაა შესაძლებელი, ხოლო შემოსავალი 60 000 ევროს აღწევს.

არტიშოკის მიმართ ინტერესი სწრაფად იზრდება და ამის მიზეზი მაღალი პოტენციური მომგებიანობა და მწარმოებლებს შორის შედარებით დაბალი კონკურენციაა.

თუმცა, მოსავლიანობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ჯიშის მიხედვით. არსებული მონაცემების თანახმად, ჰიბრიდული ჯიშები ჰექტარზე საშუალოდ 14.6 -15.7 ტონა გასაყიდ არტიშოკს იძლევა.

ჟურნალ Foods -ის თანახმად, მცენარეს ძირითადად კულინარიაში იყენებენ. საკვები ნაწილი იყიდება ახალი, გაყინული ან დაკონსერვებული სახით და შედის სალათებში, გარნირებში და მრავალ ხმელთაშუა ზღვის კერძში. გარდა ამისა, არტიშოკის ფოთლები გამოიყენება ექსტრაქტებისა და საკვები დანამატების დასამზადებლად, ხოლო ზოგიერთი ქვეპროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს კვების მრეწველობაში ან ცხოველების საკვებადაც კი.