1791447180
დაფნის ექსპორტის მოცულობა 27%-ით გაიზარდა - რა ღირს 1 კილოგრამი
2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტირებულია 4.2 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვგებულობთ, ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 17.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობის 27%-იანი (896 ტონა), ხოლო ღირებულების 23%-იანი (3,3 მლნ დოლარი) ზრდაა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, 1 კგ დაფნის ფოთლის საშუალო საექსპორტო ფასი 4.1 აშშ დოლარია.
ცნობისთვის, დაფნის ფოთლის ძირითადი საექსპორტო ბაზარია ჩინეთი (73%) და რუსეთი (15%).
1791436576
როგორი ამინდია მოსალოდნელი 8 ოქტომბერს საქართველოში8 ოქტომბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.მზეა ფოთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.ზუგდიდშიც უნალექო ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში მზიანი დღეა, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.ამბროლაურშიც უნალექო ამინდს ელოდებიან. ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაში ხანმოკლე წვიმაა. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში უნალექო მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.ახალქალაქშიც მზეა დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +6 იქნება.ბორჯომშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +20 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.მზეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.ცხინვალში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში მზეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.ომალოში უნალექო დღეა. დღისით +11 ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხშიც მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.თელავშიც მზეა ნავარაუდევი. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.უნალექო დღეა გურჯაანშიც, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
1791264911
როგორი ამინდი იქნება 6 ოქტომბერს საქართველოში6 ოქტომბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ზოგიერთ რეგიონში ნავარაუდევია წვიმა, ნალექია მოსალოდნელი დედაქალაქშიც. ჰაერი ზოგიერთ ქალაქში +21 გრადუსამდე გათბება, ყველაზე დაბალი ტემპერატურა კი გუდაურში +8 გრადუსია მოსალოდნელი.ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +21 - უმეტესად ღრუბლიანისოხუმი +21 - უმეტესად ღრუბლიანიზუგდიდი +21 - უმეტესად ღრუბლიანიმესტია +14 - წვიმაფოთი +21 - უმეტესად ღრუბლიანიბათუმი +20 - წვიმაოზურგეთი +21 - უმეტესად ღრუბლიანიქუთაისი +21 - უმეტესად ღრუბლიანიამბროლაური +21 - წვიმაახალციხე +18 - წვიმაბორჯომი +18 - წვიმაბაკურიანი +13 - წვიმაგორი +20 - წვიმაცხინვალი +19 - წვიმასტეფანწმინდა +11 - წვიმაგუდაური +8 - წვიმათელავი +21 - უმეტესად ღრუბლიანირუსთავი +20 - უმეტესად ღრუბლიანითბილისი +21 - წვიმა.
1791177370
როგორი ამინდი იქნება 5 ოქტომბერს საქართველოშიამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +19 - მზიანისოხუმი +21 - მზიანიზუგდიდი +21 - მოღრუბლულიმესტია +12 - მზიანიფოთი +19 - მოღრუბლულიბათუმი +18 - უმეტესად ღრუბლიანიოზურგეთი +19 - მოღრუბლულიქუთაისი +22 - მოღრუბლულიამბროლაური +18 - უმეტესად ღრუბლიანიახალციხე +17 - უმეტესად ღრუბლიანიბორჯომი +16 - უმეტესად ღრუბლიანიბაკურიანი +13 - უმეტესად ღრუბლიანიგორი +18 - მოღრუბლულიცხინვალი +16 - უმეტესად ღრუბლიანისტეფანწმინდა +8 - მზიანიგუდაური +6 - უმეტესად ღრუბლიანითელავი +16 - უმეტესად მზიანირუსთავი +19 - უმეტესად მზიანითბილისი +18 - მოღრუბლული.
1791109620
შავი ზღვა თბება - რა საფრთხეებზე საუბრობენ მეცნიერები?2025 წელს მსოფლიო ოკეანეებმა რეკორდული 23 ზეტაჯოული სითბო შთანთქეს - თითქმის 40-ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე კაცობრიობამ იმავე პერიოდში გამოიყენა.The Guardian-ის ცნობით, სითბოს ეს დაგროვება საზღვაო გარემოში მასშტაბური ცვლილებების ფონზე ხდება. 1999 წლიდან მოყოლებული, გლობალური ზღვის დონე წელიწადში დაახლოებით 3.8 მმ-ით იმატებს, ხოლო 2012-დან 2025 წლამდე ეს მაჩვენებელი წელიწადში 4.2 მმ-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ოკეანის მჟავიანობა ბოლო 40 წლის განმავლობაში 17%-ით გაიზარდა.„ოკეანე ჩვენს თვალწინ იცვლება“, - განაცხადა Mercator Ocean International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პიერ ბაჰურელმა. მან განმარტა, რომ დათბობა, ზღვის დონის აწევა და ეკოსისტემის დეგრადაცია გრძელვადიანი ცვლილებების ნიშნებია.პროცესები განსაკუთრებით შესამჩნევია ევროპაში - ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღაში რეკორდული სიცხეები ფიქსირდება, მაღალი ტემპერატურა კი მნიშვნელოვან სიღრმეებზეც კი ნარჩუნდება. ხმელთაშუა ზღვა, მთლიანობაში, ათწლეულში დაახლოებით 0.32°C-ით თბება.შედეგები უკვე მოქმედებს ზღვის ცხოველებზე. 2023 წლის იანვრიდან 2025 წლის სექტემბრამდე, მსოფლიოს მარჯნის რიფების 84%-მა განიცადა სითბური სტრესი, რომელიც საკმარისი იყო მისი გაუფერულებისთვის. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ოკეანის თითქმის 5%-მა განიცადა მუდმივი ცვლილებები ფიტოპლანქტონის ზრდის ნიმუშებში - ორგანიზმების, რომლებიც კვებითი ჯაჭვების საფუძველს ქმნიან და ნახშირბადის ციკლის რეგულირებას უწყობენ ხელს.
1791023244
ვენეციაში შესვლა შესაძლოა, 30 ევრო გახდესვენეციის ხელისუფლება ქალაქის დატვირთვის შესამსუბუქებლად ტურისტული გადასახადის გაზრდას განიხილავს. ინფორმაციას BILD ავრცელებს.გადასახადი გარკვეულ დღეებში, მაგალითად, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მნიშვნელოვნად გაიზრდება. კერძოდ, ასეთ დღეებში ტურისტებს 5 ან 10 ევროს ნაცვლად 30 ევროს გადახდა მოუწევთ. გადასახადი შესაძლოა, 2027 წლიდან გაიზარდოს.ტურისტული გადასახადი ქალაქისთვის მეტად მომგებიანი აღმოჩნდა, რომლის შემოსავალიც წელს 5 მლნ ევროთი გაიზარდა. ამის მიუხედავად, ვენეციის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გადასახადი მეტად დაბალია, გადატვირთულობას ვერ ერევა და ვიზიტორების ნაკადს ვერ ზღუდავს.ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მაღალი გადასახადი ხალხს ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ უფრო მშვიდ დღეებში ვიზიტისკენ წაახალისებს, რადგან ამ დღეებზე გადასახადი არ იმოქმედებს.ამასთან, ვენეციაში რამდენიმე დღით დარჩენილი ტურისტებისთვის ფასები შესაძლოა, მოიმატოს. ქალაქის ადმინისტრაცია ტურისტული გადასახადის გაზრდას სასტუმროებსა და აპარტამენტებზეც განიხილავს.ცნობისთვის: 5 ან 10 ევროს გადასახადი სატესტო მოდელი იყო და 27 ივლისამდე მხოლოდ დღესასწაულებსა და შაბათ-კვირას მოქმედებდა. ამჟამად ტურისტებს ქალაქის მონახულება უფასოდ შეუძლიათ. გადასახადი შესაძლოა, 2027 წლის გაზაფხულზე აღდგეს. თუმცა ამისთვის ქალაქს იტალიის მთავრობის თანხმობა სჭირდება.



